წიგნი იყიდება ჟურნალ ”გუმბათთან” ერთად. მისი ფასი ჟურნალთან ერთად 3 ლარია, ჟურნალის გარეშე - 6 ლარი. აკა მორჩილაძის 10 ტომეულს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს. ათივე ტომი ჟურნალ ”გუმბათთან” ერთად გაიყიდება. ყოველი ტომი 2 კვირაში ერთხელ გამოვა. რომანი ”ძველი გულებისა და ხმლისა” მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ცხოვრებას აღწერა. რომანში მოქმედება ძალიან დინამიურად ვითარდება. მძაფრ და საინტერესო სიუჟეტთან ერთად აკა მორჩილაძე მკითხველს იმდროინდელი საქართველოს ყოფის უამრავ დეტალს აცნობს. ტყვეებით მოვაჭრე თათარი აზიზ-ბეი, ადამიანების გამტაცებელი ქართველი აჩიკ-ბაში, რუსი პოლკოვნიკი, მისი ქალიშვილი ეკატერინა, ყაჩაღი გოგია ნუკრაძე, პორუჩიკი მანველოვი და ახალგაზრდა ქართველი აზნაური ბადუნა ფავნელი - ამ პერსონაჟების ბედი უცნაური ხლართებით უკავშირდება ერთმანეთს და გმირების ტრაგიკული ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.
Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.
LITERARY PRIZES AND AWARDS
Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure
I wasn't a fan of the ending, but apart from that I loved the book. The characters are great and even with the book being so short, they all had depth to them. The author was really strong in portraying their motivations. I liked the different perspectives and how they played with my expectations. Also, learning about 1820s Georgia was fascinating. It felt so different from, let's say Britain, of that time and the country really came to life in my head. The writing helped (or at least the wording of the translation) since I felt like I was back in that time period. Good recommendation for fantasy readers who want to get into historical fiction or just everyone who likes a character focused story with a nice sense of setting.
არც ვიცი რა უნდა ვთქვა. ერთი ეგაა, უამრავი კითხვა მაქვს და ამდენ კითხვას, კიდევ ერთი ემატება: ასეთი მწერალი რომ გყავს და შენ ლიბერთინსის ელიტებსა და წყლის საიდუმლოებს კითხულობ, ხომ კარგად ხარ?! კი, იმიტომ, რომ ხანდახან თურქული სერიალების ყურებას ამჯობინებ პაზოლინის ფილმებს, არა იმიტომ, რომ თურქული სჯობს, არამედ იმიტომ, რომ ხშირად ვერ იტევ ცნობიერების სიმძიმეს და გულისგადასაყოლებელი ამბებით კმაყოფილდები (დიალოგი საკუთარ თავთან).
არ ვიცი, ამდენი წელი რატომ დამჭირდა ამ მწერალთან მისასვლელად, მაგრამ მთავარია, რომ მივედი. ყოველ შემდეგ წიგნზე უკეთ ვხვდები, რა არის აკა მორჩილაძის მაგია.
აკა მორჩილაძის ისტორიული რომანი, რომელიც მან ლონდონში, 2007 წლის 10-18 მაისს დაწერა.
დამაკლდა აკას რაღაც. აი, რა რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია დამაკლდა. უცებ გადაიკვეთა პერსონაჟების ისტორიები და თითქოს უკმარისობის შეგრძნებაც დამრჩა.
მგონია, რომ ზედმეტად ბევრი პერსონაჟი იყო პატარა მოცულობის ნაწარმოებისთვის. იმის შეგრძნებაც დამრჩა, რომ ნაწარმოების პირველი ნახევარი ბევრად სჯობდა მეორეს.
3/5, სუბიექტურია ეს შეფასება. აკას თხრობის სტილი იდეალურია და ჩემთვის ძალიან კომფორტული. მეტის მოლოდინიც მქონდა მეგობრების შეფასებიდან გამომდინარე და ალბათ მაგანაც იმოქმედა.
საინტერესო ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოზე, ერთმანეთის მიმართ გაუცხოებულ აღმოსავლეთელ-დასავლეთელებზე, შუაგამყოფ ქედზე, ყველაზე სამარცხვინო პროფესიის უკანასკნელ მიმდევრებსა და სულძაღლ რუსებზე. ყველა და ყველაფერი შეიცვალა მას მერე ამ ავადმყოფობამდე მისული ბინძური სულის მქონე ხალხის გარდა.
Im Allgemeinen ist die Geschichte sehr interessant. Nachdem der Protagonist aus dem Gefängnis entlassen wird, sucht er nach seinem Bruder, der taubstumm ist und ihre vorher entführten Mutter versucht ausfindig zu machen. Dies erweist sich fuer den Protagonisten jedoch als Problem, da er fuer zehn Jahre in sein Heimatdorf verbannt wurde. Daher sucht die russische Armee nach ihm.
Von Zeit zu Zeit war es schwierig der Geschichte zu folgen, da sehr viele Charaktere eingefuehrt werden, wo nicht ganz verstaendlich war, wer sie sind oder was sie machen. Nach einer Weile konnte ich erkennen, was sie Aufgabe der Charaktere war.
An sich empfehlenswert, aber man kann das Buch nicht nebenbei einfach so lesen. Man muss sich dann schon die Zeit nehmen um es konzentriert zu lesen.
აკა მორჩილაძე კარგი ისტორიკოსი მგონია. უფრო კარგი ისტორიკოსი, ვიდრე მწერალი. მოკრძალებული თამდაბლობა ყოველთვის კარგია, ადამიანის ღირებული თვისებაა და მახსოვს, თვითონ უთქვამს, სადღაც, რომელიღაც სხვა მწერლის ნაწარმოების წინასიტყვაობაში დაუწერია, რა მწერალი ვარო მეო, ვჯღაბნიო რაღაცას... ასე არაა, რა თქმა უნდა არა. თუმცა შედევრის კი არა, უბრალოდ კარგი ლიტერატურული თხზულების შექმნაც უკიდურესად რთულია. დიდ ნიჭთან ერთად უსაშველო შრომაც სჭირდება. არ აქვს ამ ადამიანს ის დიდი ნიჭი და თან, როგორც ვიცი, სულ რამდენიმე დღეში დაწერა ეს პატარა წიგნი. თუმცა, ისტორული მნიშვნელობა და ინტერესი ამ ნოველას ნამდვილად აქვს. რეალურ, არაზღაპრულ პატარა სინამდვილეს მაინც გაიგებს მკითხველი ჩვენი უიღბლო ქვეყნის და დაჩიავებული, ფუნქციადაკარგული და უაზრო ქართველი ხალხის იმდროინდელი მდგომარების შესახებ.
სიუჟეტი ძაან საინტერესო და ჩამთრევია, სხვადასხვა ხაზით განვითარებული მცირე თავები არ მოგცემს მოწყენის საშუალებას,თან ბატონი აკა ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს ა��ოცხლებს,კარგადაა გამოკვეთილი მაგ ეპოქის საქართველოს მახასიათებლები ტყვეთა სყიდვის ბოლო წარმომადგენლები,გაუცხოებული აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო,ოსმალები ზღვის პირა რეგიონებში და ა.შ.მშვენიერი ფილმი გამოვიდოდა განსაკუთრებით დასასრული
“სარკე იყო, როგორც სარკეში ჩამხედავი კაცი გაუცვლის ხოლმე თავის გამოსახულებას რაღაცას, ისევე ესენიც უცვლიდნენ ხოლმე ერთმანეთს, ბევრად მეტს ვიდრე მწევრებსა და გლეხებს.
დასავლეთი მთიანი იყო, მიხლართულ-მოხლართული, ჩატკბილებული, ჩაგემრიელებული, მოულოდნელი მოსახვევებით და საშიში ბილიკებით. აღმოსავლეთი გაშლილი იყო, ველიანი, უფრო ხევხუვიანი, იოლად სასუნთქი და იოლად სასიარულო. ორივე იყო ნაომარი, დანაჩეხი, ნაწვალები, მაგრამ ცოცხალი. რით არ იყო სარკის ამბავი?”
როგორც იქნა დავბრუნდი, იყო თავისებურად და აუხსნელად რთული პერიოდი და ვეძებდი ავტორს და წიგნს, რომელსაც შეეძლო “დავებრუნებინე”. მერე, ჩემი თავი გულში გავკიცხე კიდეც, როცა გამახსენდა ის, ვინც ბევრად უფრო ადრეც უნდა გამხსენებოდა.
ნამდვილად, აკა არ ჰგავს არავის, ჩემთვის ასეა და ამას ამ მომენტში ორმაგად კარგად ვაცნობიერებ, ვიდრე აქამდე. განსაკუთრებულზე განსაკუთრებული ემოციით ვამთავრებ ამ ნაწარმოების კითხვას და ამის შემდეგ, ბევრს აღარ ვიფიქრებ იმაზე, რთულ მომენტებში ვის უნდა მივმართო ხოლმე.
თავად ნაწარმოებს რაც შეეხება, განსაკუთრებულად მომეწონა, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ შემიყვარდა. მთელი წიგნის განმავლობაში მინდოდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მაგიურად აღმოვჩენილიყავი, ოღონდ ზუსტად ისეთ რეალობაში როგორიც აკამ ამ კონკრეტულ წიგნში აღწერა, მომინდა მეც გამევლო ის სირთულეებით სავსე გზა რომლის გავლაც ბადუნას მოუწია. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ აკას წყალობით, მკითხველი იმ პერიოდის თითოეულ ნიუანსს სიღრმისეულად და დაწვრილებით ეცნობა..
პოლკოვნიკი ენკელის პერსონაჟი ჩემთვის იყო სრული გამოხატულება იმ ფაქტისა, რომ რაღაც ერთ არასწორ უაზრობას რო აიჩემებ, ზედ არ უნდა შეჯდე ვირივით. და ნერვებისმომშლელ–ბანალური დასასრული იყო, მიუხედვად იმისა რო ბოლოსკენ გასკდა გაუხეთქავი. ნუ არაუშავს რა, საბოლოო ჯამში აკას მიმართ განწყობა მხოლოდ ამააღლა, დაკლებით არ დაუკლია.
"ზღვის ამბავი კი ასე იყო: ზღვა საქართველოს აღმოსავლეთში ერთეულებს ენახათ, საქართველოს დასავლეთში კი ყველას. ამ ორ მხარეს შუა იდო დიდი ქედი, რომელიც ზღვის ჰაერს არ უშვებდა აღმოსავლეთისკენ, ხოლო აღმოსავლეთიდან იქით არ უშვებდა ჯანღისფერ ღრუბლებსა და ველების მოწყენილობას"
როგორც აღწერა ეწერა, მართლაც ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია, თან რაღაცნაირად მყუდრო და საინტერესო. არვიცი რატომ დავწერე 3 ვარსკლავი, შეიძლება რაღაც დამაკლდა, მაგრამ მაინც ღირდა წაკითხვად.
თავიდან თითქოს ჩვეულებრივია.. ნელა მიდის.. (ამავდროულად თავს გაკითხებს).. მაგრამ აი ბოლოს სასწაული ფინალი აქვს.. არ ვიცი იქნებ მე მომეჩვენა ასე, იმიტომ რომ ზუსტად ერთ საათში წავიკითხე(არც მეტი არც ნაკლები.. ეს ჩემი სარეკორდო დროა.. ე.ი. მართლა მაგრად ჩამითრია).. მაგარი რომანტიკოსი მწერალია ჩვენი აკა და რომც არ გინდოდეს, მაინც წაგაკითხებს თავს.. არადა თითქოს ჩვეულებრივი ისტორიული რომანია.. ტყვეებით ვაჭრობა, რუსი პორუჩიკები, პოლკოვნიკები, დასავლელი აბრაგები, აზნაურები და ერთმანეთში გადამკვეთი რამდენიმე სიუჟეტური ხაზი(თავის პერსონაჟიან – მაგიურ გარემოიანა).. მოკლედ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ თუ უახლოეს მომოვალში ან საერთოდ (რამდენიმე ათწლეულში მაინც) გვეღირსება ნობელის პრემია, თავისუფლად შეიძლება მასზე აკა მორჩილაძემ გამოაცხადოს პრეტენზია.. ბევრი დიდ მწერლად არ აღიქვამს, მაგრამ როგორც ყოველთვის დრო თავისას იზამს და აღიარება როცა იქნება მოვა.. აუცილებლად!!