Jump to ratings and reviews
Rate this book

La porta segreta

Rate this book
"La porta segreta" მოულოდნელობებით სავსე რომანია. წიგნის პირველსა და მეორე ნაწილებში რომანის მთავარი საიდუმლოს ამოსაცნობად საჭირო მინიშნებები გვხვდება, თუმცა, შესაძლოა, მკითხველმა კვანძის საბოლოო გახსნამდე მაინც ვერ მოარგოს გასაღები იმ კარს, რომლის შეღებაც საბოლოოდ კრავს სიუჟეტს. კარის მიღმა აღმოჩენილი სურათი კი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ სტერეოტიპებსა და მანკიერ, არაჰუმანურ ჩვევებზე, რომელთა ჩარჩოებსაც, სამწუხაროდ, ვერ გასცდა ჩვენი საზოგადოება.

რომანის მთავარი გმირები ქალები და ბავშვები არიან, სხვადასხვა, ხშირად მძიმე ისტორიით, უკან მოტოვებული ბრძოლებითა და რთული გამოწვევებით სავსე ცხოვრების გზით. ვეცნობით იმ ქალებსაც, რომელმაც გადარჩენა მოახერხეს და მათაც, ვინც ეს ვერ შეძლო – ძალადობისა და საზოგადოების აუტანელი წნეხის მსხვერპლი გახდა. რომანში არა მხოლოდ მთავარი გმირების სახეები და ხასიათებია გამოკვეთილი, არამედ, კიდევ უამრავი სხვა საინტერესო პერსონაჟი გვხვდება, რომლებსაც ავტორი ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე შტრიხით, მაგრამ ძალიან ცოცხლად აღწერს.

442 pages, Paperback

Published January 1, 2022

4 people are currently reading
13 people want to read

About the author

Maia Tsiramua

2 books3 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
11 (55%)
4 stars
5 (25%)
3 stars
3 (15%)
2 stars
1 (5%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for lily.
23 reviews
April 20, 2024
ჯერ მინდა დავიწყო იმ ამონარიდებით,რომელმაც ჩემს გულში შეაღწია.
“Love hurts without you”
“რამდენი ლურსმანი გვაქვს გულში ჩაჭედებული, არა?! სისხლისგან ვიცლებით და მაინც ვცოცხლობთ.”
“ ქალის სიკვდილი ჩელოს სიმებზე თითების უაზრო თამაშს ჰგავს…”
“ ლილი გაიხდის,სულ გაიხდის ალუბლის კაბას. შემოიხევს და შიშველი გაივლის ქარში და აცრემლებული პუბლიკა ტაშს დაუკრავს ამ მამაც გოგოს, რომელსაც დუნდულზე ისევ ეტყობა ქამრის ბალთის კვალი.”
“გაიქეცი,რადგან შენი ცხოვრების ყველა ნახატი უკვე დახატულია.”
“ დედის სიკვდილი გავს სახლს, რომლის კარიც ღია დარჩათ და ახლა იქ ქარი მის კვალს დაუნდობლად შლის.”

და მთლიანად ბოლო ნაწილს ამოვიწერდი რომ შემეძლოს:)

ეს წიგნი იმ აქტუალურ თემებზეა, რომელიც დღესაც ხდება ჩვენს სოციუმში.ამბები ქალებსა და ბავშვებზე, რომელთაც განიცადეს იმედგაცრუება,შიში,ძალადობა,მიტოვება, გარიყვა თუ მრავალი სხვა. წიგნი გვიყვება იმ ძალადობრივ სოციუმზე ,რომლის ჩარჩოდან გამოსვლასაც დღემდე ვცდილობთ. მაგრამ გამოსვლა იმ “კომფორტად ქცეული ჩარჩოდან” ,რომელიც ასე მკაფიოდ არის საზოგადოების გონებაში ჩარჩენილი , ძალიან რთულია. დარჩე მაშინ , როცა შენზე ძალადობენ, იდგე მთელი ცხოვრება ტანზე ტანჯვით მიკრული თეთრი კაბით, საკუთხეველთან მიტოვებული თუ ძალით გათხოვილი,დამალო საკუთარი თავი, რადგან იცი ვერავინ მიგიღებს, მათშორის ვერც საკუთარი დედა.

ამ წიგნის წაკითხვა ერთი დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ამავდროულად ტკივილიც. ეს გრძნობა უფრო გამიმძაფრდა თავად მწერალთან შეხვედრისას. მაია ცირამუა ღრმად საინტერესო პიროვნებაა, რომელთან საუბარიც მკაფიოდ გაგრძნობინებს , რომ იმ ადამიანს ესაუბრები რომელსაც ესმის ყველა არსებული საკითხი.<3
3 reviews
October 2, 2024
"...დედა, ჩემოდანს რომ ალაგებდი ჩემი კაბები ვერ იპოვე? ალბათ ვერა. რომ გენახა, ხომ მკითხავდი - ეს რა არის?! რა არის ეს?! იცი, ზოგჯერ შვილები თავიანთ საიდუმლო ამბებს ცხვირწინ გიდებენ, რომ უხერხული ლაპარაკი, თვალებში ყურება, გულის ამოვარდნა თავიდან აირიდონ. ყველა შვილმა იცის რომ დედა აუცილებლად წაიკითხავს. რომელი დედა გაუძლებს ამას?!...მინდოდა შენც გენახა ჩემი კაბები, ხელით როცა შეეხებოდი, მინდოდა გეგრძნო სინამდვილეში როგორი შრიალა ვარ..."
გულის ამოვარდნამდე ემოციურია ეს წიგნი. თუ ადრე არასოდეს, ამ ერთხელ დაგვაფიქრებს განსხვავებულ ადამიანთა განსხვავებულ რეალობაზე. შვილების სულის ღრმა ლაბირინთებში ხშირად დედებიც ვერ აღწევენ საიდუმლო კარს მიღმა არსებულ რეალობასთან თვალის გასწორების შიშით. მატარებლით ჩემი გრძელი მოგზაურობა წუთებამდე დამიყვანა და სანამ ბოლო ფურცლებს არ შევეხე, მანამდე ბოლომდე ვერ გავხსენი ის კვანძი, მინიშნებებით აქა იქ რომ გაძლევს გასაღებს.
1 review1 follower
October 24, 2022
La Porta Segreta - საიდუმლო კარი (კარიბჭე) სათაურიდანვე იპყრობს ყურადღებას, საიდუმლო ისაა, რაც გვინდა, გავიგოთ და თან გვინდა, დავმალოთ. გვინდა, გავიგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი, და დავმალოთ ჩვენი შინაგანი, იდუმალი. მაია ცირამუას წიგნი ადამიანის საიდუმლოს სწორედ ამ ორივე მხარეს წარმოადგენს. მაგრამ, წარმოადგენს ისე ფერადად, გრძნობების ისეთი ფოიერვერკებით!.. ლამაზი კაბების, გაოცებების, მოულოდნელობების კორიანტელში გახვეული ეს ლამაზი, ცოცხალი, ნამდვილი წიგნი ადამიანის მიმართ მეტი ემპათიისკენ გადადგმული ძალიან გაბედული ნაბიჯია, ავტორი საიდუმლო კარებს აღებს მკითხველისთვის, რომ ეს ყველაფერი დაანახოს, დაამახსოვროს.
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.