იუნონა გურულის „დიაგნოზის გარეშე“ ავტორის აქამდე გამოუქვეყნებელი მოთხრობების კრებულია.
ათასჯერ დაცემისა და წამოდგომის, ოცნებების მსხვრევისა და საკუთარი თავის ძიების, ბეწვის ხიდზე სიარულის, თვითგანადგურებისა და სიყვარულის ამბებს ერთი რამ აერთიანებთ - სიმართლე, რომლისთვისაც თვალის გასწორება ხშირად არც ისე ადვილია ხოლმე. ამ მოთხრობებში არაფერია ყალბი, გადაჭარბებული ან შელამაზებული, თითოეულ მათგანში აღწერილია ცხოვრება, ისეთი, როგორიც სინამდვილეშია - ზოგჯერ ულმობელი, ზოგჯერ უსამართლო, მაგრამ მაინც მეტისმეტად ძვირფასი. ეს გადარჩენის ამბებია, რომლებშიც ადვილია, ყოველმა მკითხველმა ამოიცნოს თავი, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უვლია უფსკრულის პირას.
კეთილი იყოს ჩემი ფეხი იუნონა გურულის სამყაროში, რომელსაც მომავალ საუბრებში რომელიც მეგობრებთან მექნება ქართველ სილვია პლათად მოვიხსენიებ. ( მიუხედავად იმისა რომ სილვია პლათი ჯერ არ წამიკითხავს. მაგრამ ასეთი მგონია. ასეთი რა. მეტი გაუბედურება რაღა უნდა იყოს, არ ვიცი.) კარგი მწერალი კია.
მოთხრობები რავი, ყველაფერი ქართული საშინელება რო აიღო და შეაზილო ერთმანეთს, ახალი არაფერი მოკლედ. ქართველი ემიგრაციით ტანჯულებიდან ქართველი ომის დანაშაულებით ტანჯულებამდე საკმაოდ smooth transition ჰქონდა ასევე, რაც დასაფასებელია.
ყველა მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ქალია, რომელიც იუნონაა, შეიძლება არაა, მაგრამ ჩემთვის არის. (რაც კარგია, რადგან ჩემი შტერი ჭკუა არა-ავტობიოგრაფიულ ნაწერებს არ აღიარებს) და ყველა მოთხრობის პერსონაჟ ქალს ან კაცი სცემს/კლავს/აუბედურებს/აუპატიურებს ან კაცის გამო სცემენ/კლავენ/აუბედურებენ/აუპატიურებენ. რაც ძალიან კარგი სიუჟეტია ;დ მითუმეტეს ჩემთვის რადგან hello we HATE men here! ხაზიც რო შეკრა ბოლოს, slay. კაია მოკლედ რას ვერჩი, მეტი საჩემო რაღა უნდა დაეწერა ამ ქალს.
მძიმე იყო ამ წიგნის წაკითხვა. მოთხრობებმა და პერსონაჟებმა, სხვადასხვამ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული რაღაცით ძალიან იმოქმედა… რაღაც პოზიტიური თითქოს იყო ყველაფერში მაგრამ მაინც დამაკლდა…