„აშტავაკრა გიტა“ დიალოგია ორ ადამიანს - რაჯა ჯანაკასა და მის მასწავლებელს, 12 წლის აშტავაკრას შორის. „აშტა“ სანსკრიტზე ნიშნავს რვას,ხოლო „ვაკრა“ - დაგრეხილს. ლეგენდის თანახმად,აშტავაკრა იყო ხეიბარი - კიდურები 8 ადგილას ჰქონდა გამრუდებული. ეს არის მსოფლმხედველობა,რომელიც ერთდროულადაც უცხოცაა და ნაცნობიც. ეს არის საუბარი,რომელიც გამოთქვამს გამოუთქმელს. ეს არის თვალი, რომელიც გიყურებს და გცნობს. ეს არის დიალოგი, რომელშიც ორივე მოსაუბრე შენ ხარ. ეს არის ცოდნა, რომლის შემეცნების დროს ხდები შემოქმედი.
მარტივად და გასაგებად იკითხება, როგორც ანდროს სჩვევია ხოლმე ახსნა. მართალია ცოტათი გულიც დამწყდა მოცულობაზე, მოლოდინი მქონდა რომ უფრო სიღრმისეულად და პირადი გამოცდილებით გაგვიზიარებდა მნიშვნელოვან საკითხებს. მომწონს მისი რეფერენსები, რეზონანსულია და დამაფიქრებელი.
თავიდანვე უფრო ისეთი მიდგომით დავიწყე რო აბა საინტერესოა რა იქნება და არა ისე, რომ ახალი რამე გამეგო და არ ვამბობ, რომ ეს სწორია, მარა ხომ არ მოვიტყუები? ასე იყო :) ამიტომაც გაათმაგებული ეჭვით და ჩაკირკიტებით წავიკითხე. და მშვენიერი რამეა, მინდა გითხრათ. არის რაღაცეები, რაც მე ცოტა სხვანაირად ვიცი, მარა იოგაში ცნობიერ დონეზე სიმართლის ძიება უმადური საქმეა. თუმცა ვერც იმას წაუვალ, რომ რაც მგონია რომ ვიცი, მგონია რომ ვიცი (და ეხლა ადვაიტურ-ფილოსოფიურად არ გვულისხმობ). ძალიან მომეწონა, შტაინერებისა და კრიშნამურთების გარდა არიან ამ წიგნში მამარდაშვილი და რუსთაველიც. თან რუსთაველის ერთი აფორიზმი ზუსტად ისეა დანახული, როგორც ოდესღაც მე თვითონ დავინახე და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით, თითქოს რუსთაველი ამოვხსენი :) თუმცა, გამიკვირდა რომ ადიშანკარაჩარია არსად იყო ნახსენები, მაგრამ ეს შეიძლება აშტავაკრას ამბავი უფროა, ვიდრე დგებუაძის. სხვათა შორის თარგმანიც მომეწონა - არც ისეა, სპეციალურად არქაულად რომ წერენ, არც ისე რო ძალიან თანამედროვედ, მშვენიერი ბალანსია მე თუ მკითხავთ.
P.S. არ ვამომბ რომ არასწორია, მაგრამ ჯნანა სადაც მხვდება ყველგან ყურსა და თვალს მჭრის. რატომღაც თვიდანვე გიანას შევეჩივიე (სწორია ორივე და ზუსტად ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ).
ძალიან პოეტურია და ლამაზი. გარდა ამისა, იმდენად საინტერესო ფილოსოფიაა და ისე უჩვეულოდაა დანახაული "მე" და "ცნობიერება", რომ, ჩემი აზრით, ბევრი მკითხველი უნდა ჰყავდეს ამ ტექსტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უტოპიაა, რაზეც საუბრობენ, მაინც ბევრი რამ მეჩვენება ჭეშმარიტად. თან არაა ის შემთხვევა, როცა ერთხელ წაკითხვა საკმარისია. წაკითხვაც და ფიქრიც უნდა გაგრძელდეს.
საინტერესო იყო აშტავაკრა გიტას ფილოსოფიის გაცნობა,დამაფიქრებელია. მადლობა მთარგმნელს. ყველას ვურჩევ ეს ტექსტი კრიტიკული თვალით წაიკითხონ,პირადად ჩემთვის ბევრი რამ იყო რასაც ვერ დავეთანხმები,მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო განსხვავებული თვალსაზრისის გაცნობა.