Jump to ratings and reviews
Rate this book

ბალა(ნ)და

Rate this book
კოკა ქამუშაძის სადებიუტო რომანი „ბალა(ნ)და“ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული სისტემის – ციხის – კარს გვიღებს. მთავარი გმირი არაფრით გამორჩეული თბილისელი ბიჭი ლევან კაკაბაძეა, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება ამ ბნელ, მისთვის უცხო და საშიშროებით მოცულ გარემოში და თანდათან გაიგებს, როგორია 15 კაცთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრება და იქ შინაგანი თავისუფლების პოვნა; მკითხველი კი მიხვდება, რომ ყველაფერი, რაც ციხის ცხოვრებაზე გაუგია, არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ რეალურად ხდება. ეს სამყარო ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე მისი აღქმა ჩვენს წარმოსახვას შეუძლია.

ავტორი მსუბუქად, იუმორით გვიყვება ძნელი ადამიანური ამბების შესახებ და მიუხედავად ამ ისტორიების სიმძიმისა, იმედის ნაპერწკალს არასდროს კარგავს.

კოკა ქამუშაძე განათლებით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია და ამჟამად „თიბისი ჯგუფში“ მუშაობს. ამავდროულად, კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მარკეტინგის მიმართულებით.

272 pages, Paperback

First published December 16, 2021

2 people are currently reading
14 people want to read

About the author

Koka Kamushadze

2 books3 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
16 (35%)
4 stars
23 (51%)
3 stars
6 (13%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 9 of 9 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books425 followers
January 27, 2022
თეთრი ბაირაღებია ოცდამეერთე საუკუნეში - რეალურ მოვლენაზე დაფუძნებული პრეისტორიის, ფაბულის, სტილისა თუ განწყობის მხრივ. ციხის ამბები მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში, სახალისოდაა მოყოლილი, რამდენადაც შეიძლება, რომ ეს ორი სიტყვა "იმცხრაწლის" პენიტენციურ სისტემას ერგებოდეს. მთლიანობაში იმგვარ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, ჯერ ცალკეულ პოსტებად რომ ქვეყნდება ამბები პერიოდულ გამოცემებში და შემდეგ ერთიანად წიგნის გამოცემას გადაწყვეტენ, თუმცა ეს ამბის რომანად აღქმას ხელს მაინცდამაინც არ უშლის.

ზოგადად კი კარგი ბალანდა გამოვიდა. შესაძლოა, ალაგ-ალაგ ცოტა გადამლაშებულია, ალაგ-ალაგ კი პირიქით - მარილი აკლია, მაგრამ ვინაიდან მარილი გემოვნებითაა (და, ალბათ, არც იდეალურად მომზადებული ბალანდა არსებობს სადმე), ამ "ალაგ-ალაგის" შეფასება მაინც ინდივიდუალური და სუბიექტურია.
Profile Image for Guga Maliadze .
189 reviews
December 29, 2021
"მიდიოდა და მიჰქონდა მთელი ქვეყნის ჭუჭყი და ნაღველი, მძღნერი და დარდი, ტკივილი და სიყვარული, მოგონება და იმედი, საიდუმლო და შიში. მიჰქონდა ლევანიკოს ისტორიაც, სამ საათში მოყოლილი და ჩატეული სამი უგრძესი წელი, როგორც ძლივს დასრულებული, უსასრულო ღამის კოშმარი".
Profile Image for Anano Mushkudiani.
2 reviews
July 31, 2022
არ ვიცი რატომ, მაგრამ მთელს წიგნს ზუმბას "ვაშლის გამყიდველოს" მელოდია აქვს და ზუსტად ეგეთი განსხვავებული ემოციები მოაქვს, როგორც სინამდვილეში "მაშინდელ" პენიტენციურ სისტემას ჩემთვის.

კარგია, მაგრამ ალბათ არა საუკუეთესო, რაც ციხეზე, სვიდანიებზე და სისტემურ ჭაობზე დაწერილა. მაგრამ ღირდა - სპექტაკლად წასული სასამართლოს, წიგნის ფლეილისტის და ქრთამზე დაჭერის ხელოვნების უკეთ გაცნობის გამოც.
Profile Image for Sandro Mikelashvili.
57 reviews2 followers
May 6, 2022
"როგორც ერთი წვეროსანი ინგლისელი ჯენტლმენი იტყოდა: გადარჩება არა ყველაზე ჭკვიანი ან ძლიერი, არამედ ის, ვისაც ყველაზე უკეთ შეუძლია ადაპტირება".

წიგნის თემა მთლიანად ციხე და ციხის ცხოვრებაა. ბევრი მომენტი გაგაცინებთ, ბევრიც გულს ჩაგწვავთ. მხოლოდ ციხეზე არაა, დღევანდელი ქართული რეალობაცაა - ქართული ჯიგრული პონტები და საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად "ჩალიჩები".
Profile Image for ბექა სხულუხია.
27 reviews3 followers
October 26, 2022
სიანტერესო ისტორია, განსხვავებულად კარგი იუმორი, თითქმის უნაკლო ცინიზმი, დასაფიქრებლად ღირებული მიგნებები და ციტატები.
ამის შემდეგ რა იქნება?
11 reviews
June 30, 2025
ძალიან მომეწონა. კომედიით გადმოცემული რეალობა ციხეში.
Profile Image for Ayseo GG.
10 reviews
December 5, 2025
თანამედროვე წიგნებს შორის ამას აუცილებლად გამოვარჩევ.
უსამართლოდ დაჭერილი პატიმრის ოჯახის ემოციური ნახატიც უჩვეულოდ გასაგებია და არა მხოლოდ პატიმრის მიმართ, არამედ მის ირგვლივ მყოფების მიმართაც კი, კითხვის დროს ემპათიის სურვილი გამიჩინა.
პს. The Who-ს who are you ეპიზოდი წიგნს საუკეთესო ნაწილია
Profile Image for Saba Lekborashvili.
16 reviews1 follower
August 3, 2024

“სიმღერას რომ მორჩა, თვალები გაახილა და კოცონთან მდგარი თავისი საყვარელი ცოლი დაინახა. უეცრად ელდა ეცა, ეგონა ოჯახში რაღაც უბედურება დატრიალდა.
-აქ რამ მოგიყვანა, ქალაუ.
-მონატრებამ, შენი კვნესამე. ქარმა შენი სიმღერები ჩემთან ჩამოიტანა, ღამით მძინარეს ყურში ჩამჩურჩულა და მეც ვეღარ გავუძელ, შენთან წამოველ.
-და ბალღები?
-დიდედას დავუტოვე და ჭინკა გადიას.
მწყემსი წამოხდა და ცოლი გულში ჩაიკრა.
ამ ჩახუტების შემდეგ რაც მოხდა, ნაზი ბებოს ისტორიაში გამოტოვებული იყო. ისევე როგორც მე-9 კლასის ანატომიის წიგნში ტოვებდა ხოლმე ბიოლოგიის მასწავლებელი იმ ნაწილს, რომლის ახსნის დღესაც პირველი სექტემბრის მერე მთელი კლასი მოუთმენლად ელოდა.”
This entire review has been hidden because of spoilers.
Displaying 1 - 9 of 9 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.