Jump to ratings and reviews
Rate this book

გურიის რესპუბლიკა

Rate this book
XX საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიას რევოლუციურმა გრიგალმა გადაუარა და მთელ რუსეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში, წარმოიშვა რევოლუციური კერები და შეიქმნა ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდის და სხვა რესპუბლიკები, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს. მაგრამ არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი წარმატება და საყოველთაო ყურადღება, როგორც გურიის რესპუბლიკას. ეს იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი გლეხთა მოძრაობის ისტორიაში, როგორც რუსეთი იმპერიაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გურია, რომელიც პოლიციური რუსეთის პაწაწინა ნაწილს წარმოადგენდა, ფაქტიურად გახდა დამოუკიდებელი, რომელსაც მეფის მთავრობა ვეღარ განაგებდა. გლეხთა რევოლუციური მოძრაობა 1905 წელს ე.წ ,,გურიის რესპუბლიკად" ჩამოყალიბდა. ოცნება, რუსული ინტელიგენციისა, რომელსაც რამოდენიმე თაობა გადაყვა, საქართველოში ასრულდა - გლეხთა ფართო მასებში რევოლუციურმა შეგნებამ გაიღვიძა და გურიამ რევოლუცია განახორციელა. გურიის რესპუბლიკამ დიდი ზეგავლენა იქონია რევოლუციურ მოძრაობაზე არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელს იმპერიაში. სიტყვები ,,გურია" და ,,გურული მუშები და გლეხები" მთელი რევოლუციური რუსეთისთვის დიდი ხნის განმავლობაში ბრწყინვალე სახალხო ბრძოლის სიმბოლოდ რჩებოდა თუმცა რუსეთის იმპერიამ შეძლო ამბოხებული გურიის სისხლში ჩახშობა. მარტო გურია ვერ გაუკლავდებოდა ისეთ ძლიერ, ულმობელ და ცბიერ მოწინააღმდეგეს, როგორიც რუსეთია, რომელიც დიდი წარმატებით იყენებდა divide et impera-ს (დაყავი და იბატონე) პოლიტიკას და ახლაც აგრძელებს

260 pages, Paperback

First published March 1, 2016

1 person is currently reading
24 people want to read

About the author

Irakli Makharadze

12 books8 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
3 (20%)
4 stars
8 (53%)
3 stars
4 (26%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 5 of 5 reviews
Profile Image for Temo Sikharulidze.
49 reviews3 followers
June 23, 2023
დღეს გურიის რესპუბლიკა აღვადგინე თსუში, მადლობა ირაკლის იდეალური კვლევებისთვის.
Profile Image for Loreley.
431 reviews98 followers
June 10, 2022
უზომოდ საინტერესო ამბავია, მაგრამ წიგნმა ცოტა უკმარისობის შეგრძნება დამიტოვა. რაღაც აკლდა ჩემთვის - ალბათ უფრო მეტად ორგანიზებული ინფორმაცია და ნაკლებად ამბავივით თხრობა
Profile Image for ბექა.
22 reviews20 followers
December 21, 2021
ძალიან დეტალური ისტორიული ექსკურსი გურიაში და უბრალო გლეხების რევოლუცია, რომელსაც მხარს იდეური მეგობრებიც(სოციალ-დემოკრატიული პარტია) კი არ უჭერდნენ, რადგან "მარქსიზმი პროლეტარიატისაა და გლეხი არაა პროლეტარი". გენდერული თანასწორობა, თავისუფალი სასამართლო, განათლების მაქსიმალური მხარდაჭერა, რელიგია/ეკლესიისგან გათავისუფლება(დამნაშავეებს ეკლესიაში მსახურს უსჯიდნენ:დ) და ბევრი სხვა ღირსება, რაც დღევანდელი რეალობისთვისაც კი მიუღწევადია.
ამ ყველაფრის მერე ძალიან სევდიანია ახლანდელი გურიის მდგომარეობის წარმოდგენა. სრული აპათია და უმოქმედობა. მიტოვებული სახლები და დაცლილი სოფლები. ახალგაზრდების რუტინა მოსაწევის მიღება და ქალაქში საღამოთი ენერგეტიკული სასმელის დალევაა. კომუნისტების დროინდელი შენობა/ნაგებობები და მეორე მსოფლიო ომის მემორიალები უფრო ცოცხალია, ვიდრე ამ ადგილების თანამედროვეობა.
Profile Image for Natia Morbedadze.
829 reviews83 followers
July 22, 2020
მნიშვნელოვანი წიგნია მათთვის, ვისაც ისტორია აინტერესებს. ბევრგან ვერ შევხვდებით ასეთ ამომწურავ (ან კი საერთოდ რამენაირ) ინფორმაცას "რბილი, მაგრამ ფიცხი" გურულების მიერ მოწყობილი "რევოლუციის" და მათ მიერ შექმნილი (სამწუხაროდ, მცირე ხნით) გურიის რესპუბლიკის შესახებ, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი უტოპიას ჰგავს და სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს 1905 წელს მოხდა.
Profile Image for საშუალო გიურზა.
48 reviews1 follower
June 19, 2023
ძალიან საინტერესო წიგნი იყო და ისეთ ისტორიის ნაწილს გამაცნო რომელიც არც ვიცოდი თუ ჰქონდა საქართველოს. პრობლემა რაც მაქვს არის ის რომ საკმაოდ არაორგანიზებული არის წიგნი და ძალიან გამიჭირდა გამეგო როდის მოხდა ეს მოვლენა და როდის ის
Displaying 1 - 5 of 5 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.