ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მხატვარი ლანა ღოღობერიძე იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია საბჭოთა რეჟიმის დამთრგუნველი ძალა. ბავშვობის ტრავმებმა დიდად განსაზღვრეს მისი შემოქმედება. „ვისთვის გალობს შაშვიც“ გადატანილი ტკივილების ამოძახილია. მაგრამ მთელი ცხოვრების გამოცდილების შედეგად, ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ განსაცდელი და განსაკუთრებით საყოველთაო განსაცდელი, მხოლოდ ამძაფრებს სიცოცხლის სიყვარულს და სამყაროს მშვენიერების შეგრძნებას. პოეზიას და ბუნების სილამაზეს ძალუძს, დააცხროს ყოველგვარი ტკივილი და სულის თავშესაფრად იქცეს, ამისთვის კი ხანდახან ისიც საკმარისია − გაყუჩდე და ყური მიუგდო შაშვის მოულოდნელ გალობას პანდემიით დადუმებულ ქალაქში.
თითქოს ამ წიგნში განსაკუთრებული არაფერია. პანდემიის პერიოდის ფიქრები, პოეზია, წარსულის ანალიზი... მაგრამ მნიშვნელოვანიც სწორედ ეს არის. თითოეული ფურცლიდან იღვრება შაშვის გალობა, იმ შაშვის, პირადად ჩვენთვის რომ გალობს... გალობს იმისთვის (წიგნიც ხომ ალბათ ამიტომ დაიწერა), რომ გვაგრძნობინოს - ამ საშინელ დროსაც კი, როდესაც, მიუხედავად ასაკისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მთავარანგელოზის ფრთების შრიალი ნებისმიერ წამს შეიძლება გავიგონოთ, ცხოვრება მაინც მშვენიერია, სანამ არსებობს სიკეთე, სიყვარული, ხელოვნება, "მახლობლებთან" ურთიერთობა... და მთავარი - თავისუფლებისკენ სწრაფვა...
პირველ რიგში, როგორი კარგია რომ პანდემია დასრულდა.
შემდეგ რიგებში კი, მადლობა შაშვს, რომელიც გალობდა. იქნებ ისიც თავის ამბებს ჰყვებოდა ისე, როგორც ავტორი - ალაგ-ალაგ ლექსებით, ცხოვრებისეული სიბრძნეებით და ყოველდღიური ფიქრებით.
<3 <3 <3 შესანიშნავი წიგნი. ცოტაოდენი პოლიტიკა, დიდი დოზით პოეზია,ლამაზი თუ უშნო დღევანდელობის სარკე და ავტორის მიერ წარსულში გადატანილი ტკივილების ამოძახილები. ამ ნარატივების კითხვისას გულწრფელად მეგონა განვლილი ცხოვრების ნოსტალგიებში დავმოგზაურობდი, შემოქმედის როლში შეჭრილმა კი აღმოვაჩინე,რომ თურმე ეს ნოსტალგიები ჩემი სულაც არ ყოფილა და უბრალოდ მწერლის შესანიშნაობით მოხიბლული, გარე სამყაროს მოვწყდი კითხვის პროცესში.
" ორმა გაიხედა ერთ ფანჯარაში. ერთმა დაინახა წვიმა და ტალახი, მეორემ-მწვანედ მობიბინე ბალახი, გაზაფხული და წყარო ანკარა. ორმა გაიხედა ერთ ფანჯარაში" რას ხედავ ცხოვრების ფანჯრიდან?ტალახს,თუ მწვანედ მობიბინე ბალახს?იქ,გარეთ,რეალურად,ორივე არსებობს.არჩევანი შენზეა. We see things as we are,not as they are :)
"ყველა ვინც გიყვარს,სავარაუდოდ დაიკარგება.მაგრამ საბოლოოდ,სიყვარული სხვა გზით დაბრუნდება"-კაფკა <3
"ზღვა იყო მაშინ ისეთი წყნარი,რომ არც კი მახსოვს, იყო თუ არა"-ტიციან ტაბიძე<3
" უმეგობრობას ავიტან მრავალს, უიმედობას ავიტან მძიმეს, ჩემი სამშობლოს სანახავიდან ოღონდ ვხედავდე შუქს მოციმციმეს"-გალაკტიონი <3
"ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი ყოველთვის არის ნაღვლის ნაპირას ღია ფანჯარა ფანჯარა შუქით განათებული"
"თუ ცხოვრების სიმწარე არ იგემე,ვერც მის მშვენიერებას იგრძნობ".
"სიცოცხლე მინდვრის გადარბენა არ არის..". ასე მგონია,ამ წიგნმა საჭირო დროს მომისწრო და ჩემი ბოლო ექვსთვიანი ფიქრებისა და ემოციების აბურდულ ძაფს კავი გამოსდო. ვისაც ბოლოს დროის განმავლობაში შევხვდი, შეფარვით და პირდაპირ ყველას ვეკითხებოდი- "როგორ ახერხებთ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან ადაპტაციას? " როგორ შეგიძლიათ შეეგუოთ ადამიანურ იმედგაცრუებას და გაქრობას? და პასუხიც სულ სხვადასხვანაირი იყო.. ამ წიგნმა ,ალბათ ყველაზე კარგად მიპასუხა.. " ცხოვრება დანაკარგების ჯაჭვია. რაც მეტს ცხოვრობ, მეტს კარგავ. კარგავ იმათ, ვინც გიყვარს და შენ გარშემო თანდათან ისადგურებს სიცარიელე..ის სულ უფრო და უფრო ფართოვდება და შენ სულ სულ უფრო და უფრო მძაფრად განიცდი სიმარტოვეს.".. ჰო , სიცოცხლე მინდვრის გადარბენა არ არის, ისე თელავის " მახლობლების სახლია", შემდგომის ყვითელ ფოთოლივით გამქრალი შენი საყვარელი ადამიანია, გადასახლებაა და უკან დაბრუნება, თოვლში მიმავალი დედების კვალია, მთავარანგელოზის ფრთების შრიალი და რათქმაუნდა, შხეფის ქუჩაზე მგალობელი შაშვია, რომლის მოსმენაც უნდა შეგეძლოს.. ბოლოს კი კაფკას სიტყვებით მინდა დავასრულო " ყველა ის ვინც გიყვარს, სავარაუდოდ დაიკარგება, მაგრამ საბოლოოდ, სიყვარული სხვა გზით დაბრუნდება"... ვინ იცის,იქნებ შაშვის გალობად ან ამ ძალიან სასიამოვნო წიგნად დაბრუნდეს?
ამ პატარა წიგნის დამთავრებას სამი თვე მოვანდომე რაც ჩემ შემთხვევაში ნიშნავს რომ წიგნი საერთოდ არ მომეწონს, თუმცა "ვისთვის გალობს შაშვი" ნამდვილად გამონაკლისია და ამ სიტუაციაში ჩემი მესამე სემესტრის ინტენსივობას და დროის ნაკლოვამებას ვაბრალებ. წიგნმა ჩემთან ერთად იმოგზაურა უნგერეთში (სადაც ვცხოვრობ), შემდეგ პარიზში და ვენაში და ბოლოს უკან უნგრეთში. შესაბამისად ბევრი რამ გადაიტანა ჩემთან ერთად. არასდროს არ მინდება ხოლმე ანოტაციების გაკეთაბა ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული წიგნი იღმოჩმდა "ვისთვის გალობს შაშვი". ძალიან ბევრი რამ გავხაზე; წინადადები რასაც ვეთანხმებოდი, რეჟისორები რომლის ფილემბის ნახვაც მინდა, ის ფილმები რომლებიც უკვე ვნახე, ლანას ძველი ისტორიები მეგობრბებზე, მოგზაურობაზე, პროფესიაზე, სამშობლოზე და მისი პოლიტიკური აზრები. ვფიქრობ ამდენი ხაზვა და ჩანაწერები იმიტომ გავაკეთე, რომ ლანასგან იგრძნობოდან როგორ უნდოდა თავისი სათქმელის შეჯამება და ამ სურვილის ვიზიარებდი მეც- მინდოდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა. დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ცოტა სუბიექტური ვიყავი, რადგან ლანას წიგნი მისი სახელის გამო ავიღე, მეც ლანა მქვია, მეც რეჟისორობა მინდა და მეც დიპლომატია და პოლიტიკა მიზიდავს და ბოლოს მეც ქართველი ვარ. გულწრფელი ვიქნები და მიუხედავად იმისა რომ არცერთი ლანას ფილმი არ მაქვს ნანახი ჯერ(!!) თავიდანვე ინსპირაცია გახდა მისი პროფესიიდამ და სახელიდან გამომდინარე. წიგ��მაც იმედებს გდააჭარბა, ისე ავიღე ანოტაცია არც წამიკითხავს არ ვიცოდი კოვიდის დროს რომ წერდა, არ ველოდებოდი ლექსებს, ველოდებოდი მთავარ პერსონაჟებს რომელიც საბოლოოდ არა გამოგონილი არამედ თვითონ ლანა აღმოჩნდა. სულ მქონდა სურვილი რომ მეც დამეწერა რამე რასაც ახალგაზრდობაშიც და ბოლოს უკვე მოხუცებული გამოვაქვეყნებდი და ჩემს სათქმელს ბოლომდე ამოვიღებდი ჩემი ორგანიზმიდან. ამის გაკეთება ლანამ იდეალურად შეძლო და მეც მასთან ერთად ვგრძნიბდი როგორი შვებაა ამ წიგნის დაწერის შესაძლებლობა. Lana you are truly an inspiration!
თითქოს არაფერია ახალი - პანდემიური, ყოფითი ამბებია, მაგრამ ყოველდღიურობის პოეტურ-პროზაული სინთეზით დანახვა სულ ოდნავ მაინც გაბრუნებს ადამიანურობასთან. გაფიქრებს ისეთ თემებზე, რაზე ფიქრის დრო და ადგილი ცხოვრების აჩქარებულ ტემპში აღარ რჩება. 🤍