„ზევით და ქვევით“ არჩილ სულაკაურის რჩეული მოთხრობების კრებულს წარმოადგენს. კრებულში შეხვდებით მოთხრობებს: „ზევით და ქვევით“, „ბიჭი და ძაღლი“, „ბრმა ლეკვები ივანე ბერიტაშვილისათვის“, „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფვიან“, „გაბო“, „მტრედები“, „ხიდი“ და სხვას.
ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა (1971) და "საპატიო ნიშნის" ორდენით. არჩილ სულაკაურმა 1951 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1973 წლიდან სულაკაური იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი, ხოლო 1982 წლიდან - ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორი.
თბილისი ამ მწერლის შემოქმედებაში განსაკუთრებულია. თუ გსურთ, რომ წარმოსახვით 80-100 წლის წინანდელ თბილისის ძველი უბნების ცოცხალ, მაშინდელ ატმოსფეროში მოხვდეთ, განსაკუთრებით კი ჩუღურეთში, ავლაბარში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე; თუ გინდათ გაიგოთ რა იყო ნამდვილი მტკვარი, ქალაქის ნამდვილი მდინარე, რა და როგორი იყო მოგვიანებით, საბჭოთა მავნებელი ადამიანებისგან განადგურებული "მადათოვის კუნძული" (ორიგინალური "ორბელიანების კუნძული", შემდეგ "ახალი ბაღი მეიდნისა"); რა იყო მდინარეზე ქალაქის შუაგულში ნამდვილი თევზაობა, მტკვრის დაუვიწყარი და უნიკალური წყლის წისქვილები, როგორ იყო ისინი მოწყობილი, თუ გსურთ გაიგონოთ ძველი თბილისის ხმები, მტკვრის და მისი წისქვილების ზუზუნი, ჭრიალი, უნდა წაიკითხოთ ამ ადამიანის შექმნილი მოთხრობები თბილისზე. გამორჩეული მწერალია, როდესაც თბილისზე წერს. თვითონაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაიბადა, კარგად ცურავდა მდინარეში, კარგად მართავდა ძნელად სამართავ მდინარის ნავს. ალბათ მისი თვალით დანახული და მისი გონებით აღქმული ღრმა რეალობიდან აიღო და შეთხზა თბილისზე ამდენი კარგი და კოლორიტული მოთხრობა. აი ამ კრებულში მოთავსებული ბოლო მოთხრობა კი არ არის კარგი. ყალბია და ალბათ აგიტაციურიც. მასეთი მოთხრობების გამო მწერალი არ შეიძლება იყოს კლასიკოსი და იმსახურებდეს მაღალ შეფასებას.