Jump to ratings and reviews
Rate this book

ზეთისხილის წვენი

Rate this book
„ზეთისხილის წვენი“ ლორა ბოჩაროვას თვალით დანახულ წმინდა სებასტიანეს ცხოვრების გზას მიჰყვება. მშვენიერ დიდგვაროვან ფლავიუსს ბრწყინვალე სამხედრო კარიერა, დიდება, სიმდიდრე და თვით იმპერატორის ფავორიტობაც კი ელოდა, მაგრამ მისი ცხოვრება ერთმა მოვლენამ მთლიანად შეცვალა: შუადღის მზით გავარვარებულ ვენახში მას უცხო ღმერთის ხმა ჩაესმა, რომელსაც ფლავიუსი მას შემდეგ მსახურებდა და თავი შესწირა. „ზეთისხილის წვენი“ მატერიაზე სულის გამარჯვების ამბავს მოგვითხრობს.

200 pages

First published August 27, 2004

2 people are currently reading
8 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
7 (29%)
4 stars
13 (54%)
3 stars
4 (16%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 7 of 7 reviews
Profile Image for Levan Shakulashvili.
276 reviews
August 1, 2024
ეს წიგნი მოგზაურობა უფროა. და სუნი აქვს. ზეთისხილის სურნელი. ძველ რომში ხარ. ხან რომელ პროვინციაში, ხარ რომელში. იმპერატორის ხუშტურებზე დადიხარ. ხან რა სისულელის კეთება გიწევს, ხან რისი. ბაღების გაშენება, ქალაქის აშენება, ნაზარეველების დევნა და შენც თავჩაუხრელად შრომობ, ასრულებ ამ ყველაფერს შენ ცენტურიასთან ერთად. და რომ ხედავ, ყოველდღე რომ ხედავ, ფლავიუს სებასტიანეს, შენი ცენტურიის ასისთავს, ის გაძლებინებს, მისი ყურება, მისი სურვილი. მისი ყურება და მისი სურნელი გაძლებინებს, ამდენ უაზრობას, ამდენ თავისტკივილს, ამდენ დაღლილობას. ფლავიუს სებასტიანე გაძლებინებს და ისე გინდა, სულ რომ გინდა და სულ გენდომება, მისი სურნელი, ზეთისხილის წვენის სურნელი, შენს ნესტოებში.
Profile Image for Niniko Jakeli.
121 reviews28 followers
January 27, 2022
მთელი წიგნი ერთი დიდი პოეზიაა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ასე ლამაზად გადმოსცე ასეთი ტრაგიკული ამბავი, მაგრამ ფაქტია, ლორა ბოჩაროვას ეგ გამოუვიდა.
Profile Image for Natia Morbedadze.
839 reviews83 followers
August 11, 2021
ეს წიგნი ფლავიუს საბინუსის გზაა რომის იმპერატორთა ფავორიტობიდან წმინდა სებასტიანედ გახდომამდე.... კიდევ იმპერატორ დიოკლეტიანეს ცხოვრება უძლეველი იმპერიის მმრთველობიდან კომბოსტოს მოყვანამდე... იმის კიდევ ერთი ჩვენებაა, თუ როგორ იმარჯვებს სული - მაშინაც კი არ ნებდება, როდესაც სხეულს ისრები ანადგურებენ (თუ ისრებით განგმირული წმინდანის პორტრეტი და იუკიო მიშიმას ფიქრები გაგახსენდათ, სწორი ასოციაციაა)... და იმპერატორის სასახლე ივსება ზეთისხილის წვენივით დაღვრილი სისხლით, მისი სურნელით, ვაზის წვენითა და თაფლით...
Profile Image for Salome G..
36 reviews7 followers
July 20, 2023
"შენ გაიმარჯვე,გალილეველო!"

წიგნი პირველქრისტიანული სამყაროს ამბებზეა,იმ პერიოდის დევნას და ქრისტიანთა წამებას აღწერს. ვისიამოვნე იმ სურნელით და სულით რაც წიგნიდან მოდიოდა... 🕊
განსაკუთრებული იყო დიოკლეტიანესა და მთავარი პერსონაჟის,ფლავიუს სებასტიანეს დიალოგი საპყრობილეში,ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მთელ წიგნში.
მაინც რანაირები იყვნენ ეს მოწამეები?..."ნაკლულევანნი,ჭირვეულნი,ძვირხილულნი,რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე.." (ებრ.11,35-38)
Profile Image for Gvantsa.
13 reviews1 follower
August 9, 2023
ზეთისხილის სურნელი მომყვებაა ახლაც ფლავიუსის დანატოვარი🌿💛💚💛💚🌿
1 review
September 16, 2021
აუ ჩემთვის სასწაული წიგნია,ბევრიც მატირა.ყოჩაღ ლორას
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Tais Tais.
19 reviews
January 19, 2025
"ბედისწერა თავის ჟამს მდუმარედ აღნიშნავს - მაგრამ თითოეული ფაჩუნი მას მოასწავებს. ასეც მოხდა"
Displaying 1 - 7 of 7 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.