ყველა წიგნს თავისი დრო აქვს და ახლა ნამდვილად არ იყო "ტინის ხიდის" დრო (ალბათ იმიტომაც, რომ ამ ავტორის სულ სხვა წიგნს ვეძებდი და რომ ვერ ვიპოვე, ამით "ჩავანაცვლე"). არის რაღაც საინტერესო ამ პერსონაჟებში, ამ ამბებში, მაგრამ მთავარი - ემოცია ვერ დავიჭირე და თითქოს უღიმღამოდ ჩაიარა ტინის ხიდზე შემდგარი ადამიანების ცხოვრებამ, სიყვარულმა, ურთიერთობებმა...