„ეგ არ ქნა!“ ცნობილი თანამედროვე ისრაელელი მწერლის, ეთგარ კერეთის მოთხრობების მორიგი, უახლესი კრებულია, რომელიც კრიტიკოსებმა უკვე აღიარეს ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად.
კრებულში მკითხველს, რომელმაც უკვე შეიყვარა კერეთის გამორჩეული ხელწერა, ახალი, სასაცილო და ამავდროულად სევდიანი ისტორიები ელის.
Born in Ramat Gan in 1967, Etgar Keret is a leading voice in Israeli literature and film. His books have been published in over four dozen languages and his writing has appeared in The New York Times, Le Monde and The New Yorker, among others. His awards include the Cannes Film Festival's "Caméra d'Or" (2007), the Charles Bronfman Prize (2016) and the prestigious Sapir Prize (2018). Over a hundred short films and several feature films have been based on his stories. Keret teaches creative writing at Ben-Gurion University of the Negev. Since 2021, he has been publishing the weekly newsletter "Alphabet Soup" on Substack.
არ ვიცი, პირველ კრებულს ჯობდა თუ ვერ. ის ადრე წავიკითხე და რამდენიმე მოთხრობის გარდა არაფერი მახსოვს. თუმცა, ვინაიდან არც არავინ მთხოვს შედარებითი ანალიზი მოვახდინო და რომც მთხოვდეს, არ მგონია მთლად სწორი ერთი წიგნის ღირსება მეორის მიხედვით განსაზღვრო, მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა: თუკი ამ კრებულის წაკითხვას გადაწყვეტ, სათაურს არაფრის დიდებით არ დაუჯერო.
ეს რა მაგარი რამეა! მეტროში და ავტობუსებში სულ სიცილით ვიკითხე. არაჩვეულებრივი მოთხრობებია, კერეთის იუმორიც არაჩვეულებრივია და, საერთოდ, ყველაფერი მიყვარს, რაც წავიკითხე.
პირველი მოთხრობა რომ წავიკითხე, ოთხი ვარსკვლავის დაწერას ვაპირებდი. მერე, რამდენიმე ისეთი მოთხრობა იყო, ორ ვარსკვლავამდეც კი ჩამოვიდა ჩემი შეფასება და ისე მომაბეზრა თავი ამ კაცმა, წიგნი გვერდითაც კი გადავდე.
საბედნიეროდ, გუშინ გადავწყვიტე, მივბრუნებოდი და, საბოლოოდ, ხუთი ვარსკვლავიც კი დაიმსახურა.
იცის ამ კაცმა ეფექტების მოხდენა, ემოციებზე თამაში და საკუთარ მოთხრობებსაც სწორად ალაგებს კრებულში. წიგნი რომ დავხურე ვიფიქრე, საუკეთესო პოსტმოდერნული კრებულია, წაც წამიკითხავს მეთქი.
ახლა ისე ვარ, იმასაც კი გეტყვით, “დუბლინელების” პოსტმოდერნული ვარიანტია ოღონდ თელ-ავიველების ამბები წერია შიგ მეთქი.
ძალიან დიდი დრო მოვანდომე ამ კრებულის წაკითხვას და არ ვიცი მოთხრობებია დამნაშავე თუ მე გავხდი ზარმაცი მკითხველი. საერთო ჯამში კმაყოფილი დავრჩი, წინა კრებულიდან გამომდინარე მოლოდინები გამიმართლა.
1. ეგ არ ქნა 2/5 2. ყვავილი 3/5 3. ბოლოსწინა ჯერი ჩემი ზარბაზნიდან გასროლისა 3/5 4. ტოდი 4/5 - რაღაც ამდაგვარი წინა კრებულშიც ქონდა 5. ტაბულა რასა 5/5 - https://youtu.be/RweXg3YMOHg ეს რეკლამა გამახსენდა რატომღაც 6. ავტოკონცენტრანტი 4/5 7. ღამით 2/5 8. ფანჯრები - 4.5/5 - კარანტინის სუნი გასდევდა მთელ მოთხრობას 9. სალარო -3/5 10. GooDeed - 4/5 - ცუკერბერგის შემოსვლა იყო ამ მოთხრობის პიკი 11. ნამცეცების ნამცხვარი - 1.5/5 12. მამით კურდღელი - 2.5/5 13. ყინულის ხვლიკი - 2.5/5 14. ღვთიური გონება - 5/5 15. იად ვაშემი - 3/5 16. 365 დაბადევის დღე - 3.5/5 17. ალერგიები - 2/5 18. სოკო - 2/5 19. ბურბუშელა - 3.5/5 20. სახლი - 3/5 21. "ფაინეფელ ქრაშ" 4.5/5 22. გაყრის ევოლუცია - 5/5 - ძალიან მიხარია რომ ამ მოთხრობით დამთავრდა ეს კრებული
ძალიან უცნაური წიგნი იყო, მიჭირს საბოლოოდ ემოციების ჩამოყალიბება. კარგ რესტორანში გემრიელ კერძს, რომ შეექცევი, მაგრამ ბოლოს გულში ფიქრობ ნეტა ცოტა მარილი ქონოდაო დაახლოებით ასეთი შეგრძნება დამიტოვა, თუმცა იყო რამდენიმე მოთხრობა, რომელმაც 5/5 დაიმსახურა. დროის გასაყვანად მშვენიერი საშუალებაა.
მარტივი წინადადებების პოეზია, აი, დაახლოებით ასეთის :
" სადაც არ უნდა გაგზავნონ, იმედი მაქვსთ თბილი ადგილი იქნება. ყოველთვის როცა პლანს ვაწვდიდი და ჩვენი ხელები ერთმანეთს ეხებოდა, თითები ყოველთვის ცივი ჰქონდა."
კერეთი ისევ ძალიან მიყვარს და საერთოდაც, ეს ვარსკვლავები რა სულელეობაა, მე ვინ ვარ, რომ რაღაც ნაწერი შევაფასო, მომეწონოს, არ მომეწონოს და ხო ხვდებით რა