Jump to ratings and reviews
Rate this book

დაუჯდომელი

Rate this book
პაატა შამუგია მიმართავს წერის ისეთ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებულია უართან – ის ენობრივ დაუმორჩილებლობას უცხადებს პოეტურის ტრადიციულ გაგებას ქართულ პოეზიაში. ამ ტექსტების სახით ჩვენ გვაქვს პოეტური გამოთქმის ტიპი, რომელიც ჩამოყალიბებულია, როგორც განსხვავებული ენების საკუთარ სამოქმედო არეალში მოქცევით და გადათამაშებით, ისე კიჩის ინსტრუმენტალიზებითა და პოეტური იმიჯების (პოეტი-ექსპერტი, პოეტი-ლირიკოსი, პოეტი-ტრიბუნი...) განუწყვეტელი ცვლით, რაც ვლინდება რელიგიური თემატიკის დამუშავებაში, ლექსების ყოველდღიურ თემებზე ორგანიზებაში ან პოლიტიკურ კომენტარებში… -- გიორგი ხასაია

72 pages, Paperback

Published January 1, 2011

1 person want to read

About the author

Paata Shamugia

12 books5 followers
პაატა შამუგია — თანამედროვე ქართველი პოეტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.

დაიბადა 1983 წლის 20 მარტს აფხაზეთში. ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, უახლესი ლიტერატურის სპეციალობით. 2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამომცემლობაში, აქვეყნებს ლექსებს პერიოდიკაში და წერს კრიტიკულ ესეებს.

ფართო საზოგადოებისათვის პაატა შამუგია ცნობილი გახდა სკანდალური წიგნით „ანტიტყაოსანი“. წიგნმა სკანდალი გამოიწვია იმით, რომ ის ამ კლასიკური ტექსტის პაროდირებული ვერსია იყო.

სამწლიანი პაუზის შემდეგ (2010) პაატა შამუგიამ გამოსცა პოეტური კრებული „უპირატესობა“, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. წინა კრებულისგან განსხვავებით, „უპირატესობა“ არ გამხდარა სკანდალის მიზეზი, პირიქით — კრიტიკამ დადებითად მიიღო ავტორის წიგნი, დაიწერა რეცენზიები, სადაც ავტორს ახალი ქართული პოეზიის გამორჩეულ სახედ მიიჩნევენ.

2011 წელს გამოვიდა ავტორის ახალი წიგნი სახელწოდებით „დაუჯდომელი“, რომელშიც ავტორი რელიგიური თემების გადამუშავებითა და მძაფრი სოციო-პოლიტიკური პათოსით ამბობს სათქმელს. რისთვისაც ავტორმა 2012 წლის "საბა" დაიმსახურა საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.

2014 წელს პაატა შამუგიამ გამოსცა კრებული „შიზოგადოება“, რომელიც გამოსვლისთანავე ლიტერატურული წრეების განხილვის საგანი გახდა და 2015 წლის "საბა" დაიმსახურა წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.

2017 წელს პაატა შამუგიამ გამოსცა მორიგი პოეტური კრებული "დედა ენა“.

მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, სპარსულ, სომხურ და გერმანულ ენებზე.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (40%)
4 stars
2 (40%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
1 (20%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Kristina.
270 reviews10 followers
September 2, 2021
“სანიშნე” არის ისეთი ლექსი რომლის მსგავსიც მე არასოდეს არსად არ წამიკითხავს და სუბიექტურად, ძალიან ძალიან მიყვარს.
Profile Image for nemesssis.
126 reviews4 followers
September 4, 2024
,,რათა გამრავლდნენ აზრები და შემცირდნენ სიტყვები,
რათა ყოველი მომდევნო წამი ვაქციო ხსოვნად წინა ღამის შესახებ,
რათა მივაღწიო წმინდანის სიმშვიდეს
(ისეთი დროა, უხერხულიცაა, წმინდანი არ იყო).
რათა განელდეს საგანთა ლოგიკა,
გახდეს დამყოლი და უშუალო,
რათა პოეზია გავხადო მათემატიკაზე ოდნავ ზუსტი
და შიმშილზე უფრო სასტიკი…
თქვენ დაიძინეთ, მეგობრებო,
მე აქა ვარ
და მე ვფიხზლობ…”

,, ბალზაკის ფრაზასავით მოუქნელი მოძრაობები მაქვს” (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი)


,,ორი რამ აღავსებს ჩემს სულ განცვიფრებით:
საბჭოთა ტროიკა აბაჟური ჩემ ზემოთ და
აპენდიქსი ჩემში.
მადლობა უფალს” - აღმატებულის გაუბრალოება, გაყოფითობა, გულისამრევობა, სხეულის შიგნით ჩაკარგვა, აღმაფრენის გარეშე, ირონიული განცვიფრებით, ერთ ფრაზაში <3

,,გუშინ დედამ შვილი მოკლა,
გუშინწინ - პირიქით.
რა საჭირო იყო ეს ყველაფერი?
ჩვენ ისედაც გვჯეროდა შენი…” - ამაზე გამახსენდა ერთი ძაან კარგი ტრეკი, რომლის სახელიც არა და არ ამომიტივტივდა გონებაში და დავდივარ ახლა მელოდიის ღიღინით, იქნებ ვინმემ გამაგებინოს, იგივე ნარატივი ჰქონდა და ერთ-ერთი ყველაზე არაბანალური, რაც წამიკითხავს და მომისმენია.


დაუჯდომელი თავიდან ბოლომდე შოკისმომგვრელი, შესანიშნავი რამეა. (ცალკეა დაუჯდომელი, მთლიანად კრებულს არ ვგულისხმობ)

მომეწონა მოკლედ

🌹

-
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.