ახალგაზრდა ქალის, მარტოსული კესანეს ცხოვრებაში დგება მომენტი, რაც მის ბავშვობასთან, მის დიდ და ერთადერთ სიყვარულთან კვლავ შეხვედრას განაპირობებს. და აქედან იწყება ახალი ეტაპი, ახალი გზა სრულიად სხვა ქვეყნისკენ, სხვა ცხოვრებისკენ. კესანეს და რონეს საფრანგეთში დიდი წარმატებები ელოდებათ, დიდი სიყვარული და დრამატული მოვლენები...
წერის სტილმა ვერანაირად ვერ მიიპყრო ჩემი ყურადღება, 138 გვერდში თითქმის სამი თაობის ისტორია წავიკითხეთ. მიუხედავად მოვლენების ასეთი სწრაფი განვითარებისა კითხვის პროცესი მაინც დამღლელი იყო.