Jump to ratings and reviews
Rate this book

აბრეშუმის გზა

Rate this book
„რჩეული მოთხრობები“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები.

ბესო ხვედელიძე (დ. 1972) მრავალი ლექსის, მოთხრობისა და რომანის ავტორია. მისი ნაწარმოებები 10-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდოები: „საბა“, წინანდლის პრემია, „წერო“. ბესო ხვედელიძე სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურული ჟურნალებისა და ალმანახ „ახალი თარგმანების“ რედაქტორი. 2013 წელს მწერალი ნეპალში გადასახლდა და ცხოვრების უმეტეს ნაწილს იქ ატარებს.

230 pages, Paperback

Published January 1, 2020

1 person is currently reading
4 people want to read

About the author

Beso Khvedelidze

20 books3 followers
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს.

მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის სამსახურში სამხედრო კორესპონდენტად, შემდეგ პირველ რადიოში მუსიკალურ წამყვანად. იგი დღესდღეობით იბეჭდება მრავალ ჟურნალსა და ალმანახში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

2010 - საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი "ლიტერატურული ხიდები" (აზერბაიჯანი) (ლაურეატი)
2010 - ლიტერატურული პრემია "ლიტ-სახელები" (ლაურეატი)
2009 - რუსული ლიტერატურული ჟურნალი "ოქტიაბრი", წლის საუკეთესო მოთხრობისათვის (პრემია)
2007 - ლიტერატურული კონკურსი "წერო" (ლაურეატი)
2004 - "პენ-მარათონი-2004", საუკეთესო მოთხრობისათვის (ლაურეატი)
2003 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო მოთხრობების კრებულისათვის (პირველი ადგილი)
2003 - ახალგაზრდა ხელოვანთა კონკურსი "წინანდალი", პროზის ნომინაციაში (სიგელი)
2002 - "პენ-მარათონი-2002", სპეციალური პრიზი გენერალური სპონსორისგან

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (50%)
4 stars
1 (50%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Gode.
139 reviews34 followers
Read
September 16, 2024
მატარებელი ნახევარ საათში გადიოდა და სასწრაფოდ შევირბინე ბიბლუსში და თანამგზავრად წამოვიღე.
კარგია, რომ მიუხედავად პირველი მოთხრობისა “მინდვრის ყვავილები” მაინც მივეცი შანსი სხვა მოთხრობებს. ზოგიერთი ნამეტნავად მაგარი იყო (my fav: “რუსთაველი შოთა” და “აბრეშუმის გზა”).
პირველად წავიკითხე ამ ავტორის ტექსტები და მიხარია, კარგმა ავტორმა რომ გამიწია მეგზურობა თბილისი-ბათუმის ფრიად მოსაწყენ გზაზე.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.