"საკურთხეველი" მათე სარალიშვილის პირველი პოეტური კრებულია, სადაც თავმოყრილია 36 ლექსი და ერთი ვრცელი, გამორჩეული, ორიგინალური ხელწერით შესრულებული მისტიკური პოემა უსახლკაროდ დარჩენილ ქალზე, რომელიც ჩვილით ხელში თავს ეკლესიას შეაფარებს. პოემა დაუფარავად აღწერს სამოქალაქო საზოგადოებისა და სასულიერო პირების მანკიერ მხარეებს.