ნაშრომში "მეცნიერულადაა შესწავლილი 1987-1992 წლებში მიმდინარე დაპირისპირებები ჯერ ეროვნულ მოძრაობაში, შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, შემდეგ კი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვიცით, რომ დაპირისპირება შემდგომში ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებაში გადაიზარდა და ეროვნული ხელისუფლების დამხობით დამთავრდა. რა იყო ამ პერმანენტული კონფრონტაციის მიზეზები, წინაპირობები, რატომ განვითარდა მოვლენები ასეთი დრამატული სცენარით და მაინცდამაინც საქართველოში. ეს და სხვა ამდაგვარი საკითხები დღესაც აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისათვის."
ეს პერიოდი ვისაც აინტერესებს, ამაზე მაგარ მონოგრაფიულ ნაშრომს ვერ წაიკითხავს ქართულ და ალბათ, ვერც ერთ სხვა ენაზე.
სუბიექტურობისგან დაცლილი, ყველა მხრიდან დანახული პოზიციებია საქართველოში, 80-იანებში დაწყებულ ეროვნულ მოძრაობაზე, დაშლის პირას მისული საბჭოთა კავშირის გავლენაზე და სამოქალაქო ომის მიზეზებსა თუ შედეგებზე.
ფაქტობრივად, ერთ-ერთი უიშვიათესი წიგნი, გამოკვლევა, სადაც პირუთვნელად და ობიექტურადაა გადმოცემული ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია, რომელსაც მრავალი მიზეზის გამო დღემდე ტაბუ ადევს და ბევრი თავს არიდებს, რომ კეთილსინდისიერადა და მეცნიერულად იქნეს დამუშავებულ-გადმოცემული. უამრავი გულითადი მადლობა ბატონი დიმიტრის ადამიანური და პროფესიული წესიერებისათვის, სამამულიშვილო მნიშვნელობის შრომისთვის.
მაქსიმალურად ობიექტური და ვრცელი მონოგრაფიაა, რომელიც ფართოდ შლის ეროვნული მოძრაობის დაპირისპირებისა და შემდგომში ეროვნული ხელისუფლების დამხობის მიზეზებს. ვისაც საქართველოს უახლესი ისტორია ანტერესებს, ამ ფუნდამენტურ ნაშრომს გვერდს ვერ აუვლის, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ წიგნი მეცნიერული ხასიათისაა და მაშინდელ რეალობას სიღრმისეულად აანალიზებს.
მარტივად და საინტერესოდ აღწერილი უმძიმესი ისტორია. კითხვისას სხვანაირი დასასრულის იმედი მქონდა და საშინლად მწყინს ასეთი საქმე რომ გვჭირს სულ ქართველებს. გიორგი გვაზავას ფრაზა სულ აქტუალური იქნება-მთავარია განთავისუფლებულ მონებს არ დავემსგავსოთო. რატომღაც,რიგი შემთხვევების გამოკლებით,უმეტესად,სწორედ განთავისუფლებულ მონებს ვემსგავსებოდით,რომლებმაც არ იცოდნენ ზღვარი თავისუფლებასა და თვითნებობას შორის. ჰობსთან და ლოკთან კარგად არის აღწერილი ბუნებითი მდგომარეობის მაგალითით. მეხუთე კოლონის თვითნებობამ,რომელზედაც ნავთს ასხამდა გარე ძალები,საბოლოოდ ამოხეთქა და შედეგად მივიღეთ “თბილისის ომი”