ერთ დღეს შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველ ვილაში თავის ცხენთან და მაიმუნთან ერთად ერთი უცნაური გოგო დასახლდება. ის ცხრა წლის პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი გახლავთ. პეპი მარტო ცხოვრობს, მაგრამ არც კარს მომდგარი ქურდების ეშინია და არც პოლიციელებისა, მისი ბავშვთა სახლში წაყვანა რომ მოუწადინებიათ; ეშინია კი არა, მათ დამალობანას ეთამაშება და ეცეკვება კიდეც.
წაიკითხეთ ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი, რომელიც საგანგებოდ თქვენთვის პირველად ითარგმნა შვედურიდან; წაიკითხეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი, მხიარული და ღონიერი გოგო.
Astrid Anna Emilia Lindgren, née Ericsson, (1907 - 2002) was a Swedish children's book author and screenwriter, whose many titles were translated into 85 languages and published in more than 100 countries. She has sold roughly 165 million copies worldwide. Today, she is most remembered for writing the Pippi Longstocking books, as well as the Karlsson-on-the-Roof book series.
Awards: Hans Christian Andersen Award for Writing (1958)