Jump to ratings and reviews
Rate this book

აუდიტორია

Rate this book
როდის არის ადამიანი ნამდვილი? მარტო, გარეშე თვალის დაკვირვებისგან თავისუფალი თუ მისკენ მიპყრობილი ყურადღების ცენტრში? რატომ სურს მას, ჰყავდეს მუდმივი აუდიტორია, რომლის წინაშეც საკუთარი ცხოვრების ცენზურაგავლილ ვერსიას წარადგენს და შესაბამის ავანსსაც მიიღებს „გულებისა“ და „მოწონებების“ სახით? სწორედ ამ საკითხებზე გვაფიქრებს ლაშა ბუღაძის ახალი რომანი „აუდიტორია“.

154 pages, Paperback

First published January 1, 2019

1 person is currently reading
17 people want to read

About the author

Lasha Bugadze

31 books70 followers
Lasha Bugadze (Geogian: ლაშა ბუღაძე), born in Tbilisi in 1977 is a Georgian novelist and playwright. He graduated from I. Nikoladze Art College and Shota Rustaveli Theatre and Film Georgian State University, the Faculty of Drama and Ivane Javakhishvili Tbilisi State University, the Faculty of Art. He is the author of numerous novels and of plays that have been performed in many European cities. His works have been translated into French and English. Bugadze focuses his critical and ironic attention on inter-generational relationships and describes situations in which people fall victim to their prejudices, rigid ideas or stereotypes. He won the Russia and Caucasus Region category of the BBC International Radio Playwriting Competition in 2007 and one of the two top prizes in 2011 for his play The Navigator. Bugadze is a writer and presenter of literary programs broadcast on radio and TV by the Georgian public broadcaster. He is also a gifted cartoonist. He lives and works in Tbilisi.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
12 (31%)
4 stars
9 (23%)
3 stars
8 (21%)
2 stars
7 (18%)
1 star
2 (5%)
Displaying 1 - 7 of 7 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
828 reviews83 followers
February 18, 2021
ამ წიგნში არაფერია განსაკუთრებული და სწორედ ამაშია მისი ხიბლი. აბა დაფიქრდით - რითი იწყებთ დილას? შხაპით? ყავით? არა - სოციალური ქსელით! და როგორ აგრძელებთ? ისევ სოციალური ქსელით და ასე გრძელდება 24 სთ-ის განმავლობაში. ვირტუალურ სამყაროში ხდება ყველაფრის განხილვა - ოკუპაციის, ხელოვნების, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური ურთიერთობების. ჩხუბი ინბოქსში იწყება და მეგობრებიდან წაშლით მთავრდება, მერე ისევ დამატებით გრძელდება და ასე უსასრულოდ... და ჭამა, ჩაცმა და სხვა ყოველდღიური მოვლენები? ესეც იმისთვისაა, რომ ფართო აუდიტორიამ ნახოს. სანახავი არაფერია? მაშინ გამოგონებაც შეიძლება. მთავარია რეალობა ზედმეტად არ შემოიჭრას ცხოვრებაში, იმიტომ რომ მისი მიღება უკვე შეუძლებელია...
Profile Image for Levan Shakulashvili.
275 reviews
January 3, 2020
ამ წიგნის წაკითხვის მაგივრად, ფეისბუქზე რომ გამეტარებინა ორი საათი ალბათ შედეგობრივად იგივე იქნებოდა. ბათ სთილ, თრეშ-კულტურა მიყვარს მე და მეც ისევე ვარ დამოკიდებული სოციალურ მედიაზე, როგორც წიგნის პერსონაჟები, სოუ ნამეტანი ქრინჯჭარბი რომ არ ყოფილიყო ზოგიერთი პერსონაჟი უკეთესი იქნებოდა, ეზ ოლვეიზ, მაგრამ ამ კაცს სულ ასეთი პერსონაჟები ყავს და შევეჩვიე უკვე. Still It was worth it.
p.s - თან გულიანი გინებები როცა მხვდება წიგნში ავტომატურად მომწონს ხოლმე რა ვუყო ;დ გულითადი მოკითხვები ქ-ნ მარინეს <3
Profile Image for Nino Meladze.
578 reviews14 followers
September 29, 2019
ძალიან ზუსტად აღწერილი, აქტუალური თემა!!! ჩვენი განახლებული რეალობა: სოციალური მედიით გამოწვეული აბსურდული საქციელი, ფიქრები და რაც მთავარია ტყუილი და ფარისევლობა. ავტორმა ძალიან ზუსტად დაგვიხატა პერსონაჟები, ზუსტად დაგვანახა ქცევა, ფიქრები.
Profile Image for Mao Vekua.
42 reviews1 follower
February 17, 2023
ვიღაცამ უკვე დაწერა review-ში "თრეშ-კულტურა", მეც დავესესხები ავტორს და გამოვიყენებ ამ სიტყვათწყობას წიგნის აღსაწერად. აქ არაფერია განსაკუთრებული, ლიტერატურულად ღირებული. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თანამედროვეობაა აღწერილი, დედა-შვილი, მათი პასიურ-აგრესიული ცხოვრება, ათასი გაუგებრობა, ნინასთან და ეკატოსთან დაკავშირებული ხალხის ისტორიები. ვხედავთ, რამდენად არის შემოჭრილი ჩვენში ვირტუალური ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რამდენად უბედურები ვართ რეალურ ცხოვრებაში, სოც.ქსელებში აუცილებლად გაბრწყინებული სახეები და საინტერესო ყოფა გვაქვს და თუ ეს ასე არ არის, ამასაც არ ვმალავთ და უბრალოდ ვპოსტავთ feeling sad :))

"ოთხმაგი მცდელობის შემდეგ Nina-მ მანქანაში გადაღებული ავტოპორტრეტი გამოდო საჯაროდ, ხოლო ქვეშ მრავალმნიშვნელოვნად მიაწერა: feeling tired. ოღონდ მანამდე online-translation-ში გადაამოწმა ინგლისური სიტყვები, რათა შეცდომით არ აეკრიფა. სალაპარაკოს ხომ არ გაუჩენდა სნობ ცინიკოსებს."

აქ ნაწილმა ალბათ იცანით თქვენი თავი. ან Nina-ში, ან სნობ ცინიკოსთა გაერთიანებაში. ( ან უბრალოდ ინგლისური იცით, who knows?) ამიტომაც, ბანალური წიგნი თუ გინდათ/2-3 საათის გაყვანა ისე, რომ თან გაერთოთ, თან იკითხოთ შეგიძლიათ ზემოხსენებული წაიკითხოთ.

P.S ოკუპაციის, ორიენტაციის თემას არც გამოვყოფ, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის პერსონაჟები ამაზეც პოსტავენ :დ რადგან, ეგ რაღაცები თითქოს კითხვის პროცესში ჩაიკარგა და ისევე გაქრა გონებიდან, როგორც FACEBOOK-ის პოსტებს შეეფერება.
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book73 followers
June 27, 2019
წიგნში დაახლოებით 24 საათია ასახული და ამ დროში რამოდენიმე პერსონაჟის ვირტუალური და რეალური ცხოვრება. ისტორიები, სტატუსები და კომენტარები ძალიან რეალისტურია. ზოგიერთში შეიძლება ვინმე ცნობილი ადამიანიც ამოიცნოს მკითხველმა. ეს პატარა რომანი აშიშვლებს სოციალური ქსელებზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც თითოეულ ნაბიჯს ასაჯაროებენ, წერენ "ბრძნულ" სტატუსებს და განიცდიან თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე. ამ ყველაფრის კითხვა, რაღაცნაირ გულისრევის შეგრძნებას იწვევს, ალბათ იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენგანს, თავისუფლად შეუძლია, მეტ-ნაკლებად, თავისი თავი ამოიცნოს წიგნის პერსონაჟებში.
Profile Image for Violet.
105 reviews
September 5, 2024
იმედი გამიცრუა ცოტა ☹️
Displaying 1 - 7 of 7 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.