კომპიუტერული თამაშებში ჩაძირული ბიჭის ცხოვრებაში წარმოუდგენელი ცვლილებები იწყება. ეს ცვლილებები თავდაყირა აყენებს არა მხოლოდ ყოველდღიურობის ჩვეულ დინებას, არამედ ბიჭის აზროვნებას, დამოკიდებულებას სამყაროს, ახლობლების, ოჯახის წევრების მიმართ. და ამ ცვლილებების ფონზე ავტორი ცდილობს გვაპოვნინოს პასუხი მარადიულ კითხვაზე - სინამდვილეში, რანი ვართ ჩვენ, ადამიანები.
არავის ვურჩევ ასეთი "ჯენზი" და "პოპკალჩერ" სიდებილისა და სიბინძურის წაკითხვას. თავად მთავარი შინაარსი არის "ადამიანის ტრანსფორმაციაზე", მაგრამ ალოგიკურად და ზედმეტად დამახინჯებულად არის გადმოცემული. არავითარი პარალელი არ იკვეთება და ვერ გამოიკვეთება კაფკას "მეტამორფოზასთან". ვერც კი შეადარებთ. თავად ავტორიც არის პიროვნულად კრიტიკისადმი მიუღებელი და საკმაოდ უზრდელი პიროვნება. პირადად ვესაუბრე და პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდა იმის მაგივრად რომ მოესმინა კრიტიკა. მითხრა რომ მიცნობდა და გამაიგივა ამ წიგნის მთავარ პერსონაჟთან. შემდგომ მითხრა რომ თურმე პოეტიცაა და მხატვარიც, რაც არ ვიცი საერთოდ რატომ ახსენა. სხვათა შორის, მხატვრობაშიც ასეთივე არანორმალური აღმოჩნდა, როგორიც მწერლობაში. მოკლედ, ავტორიტეტის ამაღლებასაც ცდილობდა - უშედეგოდ. მსოფლმხედველობის კითხვაზე, რომელიც სამჯერ გავუმეორე, მიპასუხა რომ არ გააჩნია და ყველაფრიდან ყველაფერს იღებს შთაგონებისთვის, რაც სრული სიგიჟეა. ავტორის ეს უხასიათობა და ინფანტილურობა იკვეთება ამ "შეკვეთილ" ჯენზი სიმახინჯეში, რომელსაც ბესტსელერი აწერია და 3 ლარად ყრია დღემდე ბიბლუსის "ვაიმე ვერ გავყიდეთ და წაიღეთ ოფტომ" წიგნებში.
მოისროლეთ ნაგავში ეს ერეკლე დეისაძისნაირი უგუნურობა.
წიგნი ღირს წაკითხვად. განსაკუთრებით, რეალობაში, პასუხისმგებლობების და ვალდებულებებში დაკარგული ადამიანებისთვის. დასაწყისში მესამე პირის პირდაპირიბიწქტური პირია ნიშნების გამოუყენებლობა თანაც ნაცრისფერი ემოციის ფონზე სულაც არ ხდის წიგნს "ჩამთრევს", თუმცა კულმინაცია ღირებულია. ამ აბდაუბდას რომ მოვეშვა, ქარის ელემენტი მომწონს ქიგნში, ბოზი თამთას სისპეტაკე ზუს გონებაში და გონივრული ეჭვი მაქვს მერლინის გაუტეხავი კულტი იმდენად მავნეა რამდენადაც ობლობისგან თავშესაფარი. წარმატებები მწერალს!
იმდენი კითხვის ნიშანი დამიტოვა ამ წიგნმა მინდოდა ყველა მეგობარს წაეკითხა , რომ ერთად გვემსჯელა. მოულოდნელი, საინტერესო , დღევანდელობასთან შერწყმული წიგნია . თითქოს იცნობ მთავარ გმირს და შენს გვერდით ცხოვრობს. შეიძლება ბევრმა საკუთარი თავიც კი იპოვოს .
როგორი შთაბეჭდილება დატოვა, იცით? აი, ძალიან მაგარი და საინტერესო იდეა რომ დაგარტყამს თავში ავტორს, მაგრამ ვერ განავითარებ და ვერ გახსნი წიგნში. უდავოდ დამაინტრიგებელი დასაწყისია, ძალიან მაგარი იდეა ჩნდება და მერე ძალიან უფანტაზიოდ გრძელდება. ვფიქრობ, ამ იდეის გარშემო, ბევრად საინტერესო რომანის დაწერა შეიძლებოდა. ისე, საინტერესოდ კი იკითხება, ალაგ-ალაგ სასაცილოც კია. წაკითხვად ღირს ნამდვილად.