უცხო და შორეულ ქვეყანაში წარმატებასაც მიაღწია და პირადი ბედნიერებაც იპოვა ლილემ, მაგარმ, ცოტა ხნით შინ დაბრუნებული, ძველ სიყვარულს შეხვდა. და აღმოჩნდა, რომ მაშინ არაფერიც არ დამთავრებულა... უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთთან ორი ეპოქა, ორი ქალის ბედისწერა - აღმოჩნდა, რომ როგორც საუკუნეების წინ, თანამედროვე ხანაშიც რთულია ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა და დაცვა...
წიგნი, რომელმაც გამაგიჟა და გადამრია. წიგნი, რომელმაც აღმაფრთოვანა და დღემდე ვერ გამოვდივარ ემოციებიდან. წიგნი, რომელმაც მატირა, მაცინა, დამაფიქრა, გამაბედნიერა, გამზარდა, მასწავლა და საოცარი საათები მაჩუქა. წიგნი, რომელიც უბრალოდ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! ორი ქალის ისტორია, რომელთაც საუკუნეები აშორებთ, თავს იყრის მესამე ამბავში და ისეთ სიუჟეტურ ხაზს ქმნის, ისე ოსტატურად და ლამაზად გვიყვება ავტორი ამ ყველაფერს, შეუძლებელია გულგრილი დარჩეთ და პირველი გვერდის წაკითხვის შემდეგ, მოახერხოთ, თუნდაც ცოტახნით მოწყდეთ წიგნს და იქაურ სამყაროს. ამბავი ამბავში და პლუს ერთი შეხედვით დამხმარე ისტორიები, რომელთაც სინამდვილეში უდიდესი როლი ენიჭება საერთო სიუჟეტში. არც კი ვიცი, სათანადოდ როგორ გამოვხატო აღფრთოვანება! ვიცი მხოლოდ ერთი, #შულამელიგოგონები უკვე ისეთ ადგილს იკავებს ჩემს გულსა და გონებაში, მის ავტორთან ერთად, ყველგან და ყოველთვის ძალიან ბევრს ვისაუბრებ ამ წიგნზე!
ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ყველაზე მეტად ის მომეწონა, თუ როგორ ოსტატურად და ლამაზად აკავშირებს და აბამს ავტორი სხვადასხვა ეპოქის ქალების ისტორიებს და პირად განცდებს ერთმანეთთან...ამ წიგნის კითხვისას პარალელებს ვავლებდი და მახსენდებოდა ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანი "მიმქრალი შარავანდედი", რომელიც მე-16 საუკენეში გვაბრუნებს და სწორედ თინათინ დედოფლის პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მოკლედ, ვისაც არ წაგიკითხავთ ჯერ, დიდი სიამოვნება გელით წინ!
მხოლოდ ერთი რამ: წადით და სასწრაფოდ წაიკითხეთ!! ~"გაიქეცი შენს საკუთარ თავში! შენს მესთან გაიქეცი, შულამელო გოგონავ! დაბრუნდი საკუთარ მესთან"~ *მათ ვისაც წაიკითხა გეტყვით, რომ ძალიან იღბლიანები ხართ და ნეტავ მეც უფრო ადრე გამეგო ამ წიგნის არსებობის შესახებ, ხოლო მათ ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, ძალიან მშურს თქვენი (კეთილი შურით რათქაუნდა), რადგან თავიდან და პირველად შეგიძლიათ ამ წიგნის წაკითხვა და ამ ყველაფრის განცდა*
რამდენიმე საათში წავიკითხე. მოკლე, გემრიელად წასაკითხი წიგნია, ადვილად დაწერილი და ამავდროულად ჩამთრევი. ხოდა, თუ მსუბუქ და საინტერესო საკითხავს ეძებთ, ,,შულამელი გოგონები” ცადეთ.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი, სავსე ემოციებით. მსუბუქი და საინტერესო წასაკითხია,ადვილად იკითხება და უამრავ ემოციას გიტოვებს, უმრავ განცდას. ძალიან საინტერესოდაა შერწყმული შუა საუკუნეებიდა ოცდამეერთე საუკუნე,ძალიან საინტერესოა. შემიყვარდა ამ წიგნის პერსონაჟები და ვისურვებდი რომ უფრო დიდი მოცულობის ყოფილიყო, იმდენად ჩამითრია რომ გამოსვლა არ მინდოდა ამ წიგნის სამყაროდან.
This entire review has been hidden because of spoilers.
მიყვარს საჭირო დროს ისეთ წიგნს რომ გადავაწყდები, რომელიც ჩემთვის ღირებულ და საინტერესო საკითხებზე "მესაუბრება". იშვიათად მახსენდება ასე სასიამოვნოდ, მსუბუქად და ამავდროულად ძალიან ემოციურად მოთხრობილი, განსხვავებული, თუმცა მაინც მსგავსი ისტორიები. "შულამელი გოგონები" არის ამბები ქალებზე, მათ ტკივილზე, ემოციებსა და სიყვარულზე. წიგნის დასრულებისას მკითხველს გრჩება ზღვა ემოცია და მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა... "არაფერი ხდება სამყაროში უმიზეზოდ... არც ერთი წუთი იკარგება, არც ერთი სიტყვა... და ამ სინამდვილეში, შენ გაბედავდი გაქცევას და საკუთარ თავთან დაბრუნებას, შულამელო გოგოვ?"
მიყვარს, როცა ისტორიულ პერსონაჟებს, მშრალი ბიოგრაფიული ცნობებისგან ალტერნატიულ რეალობას ქმნიან, ვარაუდებითა და რომანტიკული ისტორიებით. ამ რომანში თინათინ გურიელის ისტორიაა, რომელიც კახეთის დედოფალი გახდა, ლევან მეფის ცოლი. თუმცა ეს ისტორია ჩანართის სახითაა, რომელსაც მთავარი პერსონაჟი დღიურის სახით პოულობს. აი, მთავარი პერსონაჟის ისტორია კი - არ მომეწონა. ფინალი საერთოდ ბუნდოვანია, რაც მე არ მიყვარს. ერთადერთი, მთავარი პერსონაჯის შეხედულებები მომეწონა, ქალების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესახებ.