ამ რომანის წერა წლობით გრძელდებოდა. წიგნს ინსულტამდე, მართალია, მძიმე პირობებში, მაგრამ წერაქვში მივუბრუნდი – ვწერდი და ფრაგმენტებს ოჯახის წევრებს ვუკითხავდი. რომანის მეორე ნაწილში ჯეგე ხალდანის ფენომენური შურისძიების მიზეზთა მიზეზებია აღწერილი. შეუპოვარი სვანი, ჯეგე ხალდანი დავუპირისპირე ვარლამ არავიძეს. ჯეგე ხალდანი ყოველთვის იქ გაჩნდება, სადაც ვარლამ არავიძე ითარეშებს: გაჩნდება მის მოსასპობად... რამდენი ვარლამიც იქნება, იმდენი ჯეგე დაიბადება. „შურისძიება სამართლიანობის განვითარებული ინსტინქტია“ – ეს სიტყვები საკმარისად მიმაჩნია ჩემი პერსონაჟის გასამართლებლად. წლობით ჩემმა ავადმყოფობამ ისე განაპირობა, რომ შვილიშვილი ჩამოყალიბდა ჩემი ჩანაფიქრების აღმსრულებლად, რამაც შეგვაძლებინა აფთრების მეორე ნაწილზე ერთად გვემუშავა. ეს მართლაც გააფთრებული რომანია და გულდამშვიდებული ვარ, რომ მისი დასრულება შევძელი. (ავტორის წინასიტყვაობიდან)
პირველი ნაწილის შესაფერისი გაგრძელებაა. ავტორი აგრძელებს ისტორიას და სიღრმისეულად ვეცნობით ჯეგე ხალდანის შურისძიების მიზეზებს, მის თავგადასავალს და იმას თუ როგორ გააგრძელა მან ცხოვრება შურისძიების შემდეგ.