"რომანი იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. დამთავრება ვერ მოვასწარი. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა გახმაურებული ფილმი ""მონანიება"". სცენარზე მუშაობამ, შემდეგ ფილმის გარშემო ამტყდარმა ხმაურმა (ფილმი ორჯერ იყო დაპატიმრებული) დიდი დრო წამართვა, საქართველოში მომხდარმა ისტორიულმა ძვრებმა კი საერთოდ შემაჩერებინა რომანზე მუშაობა. დღეს მივუბრუნდი რომანს, მივხვდი, რომ იგი დღევანდელ დღესაც მიესადაგება. ვარლამ არავიძენი წარსულში თუ თითო-ოროლანი ბოგინებდნენ, დღეს მომრავლებულან, მომავალში ეგებ კიდევ უფრო მომრავლდნენ..."
თენგიზ აბულაძის "მონანიება" წიგნად - ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. არა, ეს ზუსტი სცენარი არ არის, რაც არის კიდეც წიგნის მთავარი ღირსება. აქ განსხვავებულად, თუმცა არანაკლებ მწვავედ ჩანს ვარლამ არავიძის ბუნება (ვისი სახეა ის, რას ნიშნავს გოგი და მაგოგი, მარტივი აღსაქმელია) - იმ აფთრისა, რომელმაც აფთრებად აქცია სხვებიც...
წიგნი ნამდვილად ბევრად უკეთესია ვიდრე ფილმი. მოქმედება ალეგორიულ სამყაროში ხდება, მაგრამ ცხადია რომელი ქვეყნის, ქალაქის და ადამიანების პროტოტიპები არიან წიგნის გმირები. ისტორია საინტერესო, მაგრამ ძალიან მძიმეა. შურისძიების საკმაოდ კარგი ხაზია და თხრობის მანერაც დინამიური და ამავდროულად სიღრმისეულია. მოკლედ ყველას გირჩევთ, ვისაც გასაბჭოების პირველი წლები და რეპრესიები გაინტერესებთ.