"ჩემი აზრით, ეს სიტყვა - "კონცეფცია" ერთგვარ განტევების ვაცად იქცა. როცა გააკეთებენ ქაქს, გეტყვიან "არ მოგწონს?" ე.ი. შენ ვერ გაიგე კონცეფცია. ე.ი. ეს ჩემი პრობლემა კი არაა, ქაქი რომ გავაკეთე, ეს შენი პრობლემაა, რომ ქაქში ქაქზე მეტს ვერაფერს ხედავ. აი, შენ რომ სათანადო ერუდიცია და ინტელექრუალური უნარები გქონოდა, აუცილებლად დაინახავდი პროდუქტის გენიალურობას. მოკლედ, ქაქს ოქროს ფასად ყიდიან." "თუნდაც პოეზიის შესაფასებლად რაღაც უცნაური მანქანები მოუგონიათ. კერძოდ, ბურძგლომეტრი. მიიჩნევენ, რომ ლექსის ავ-კარგზე მსჯელობა, მისი ლიტმცოდნეობითი ანალიზი გაუმართლებელია. მთავარი საზომი ლექსის ღირებულებისა კი ის არის, თუ რამდენად, რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს მკითხველს მისი წაკითხვის ან მოსმენისას."