Jump to ratings and reviews
Rate this book

კარდიოგრამა

Rate this book
„გვანცა ჯობავა მალე თავისი პოეტური თაობის ერთ-ერთი ემბლემატური სახე გახდება. თუმცა ეს არ იქნება რაიმე განსაკუთრებულობის ან უპირატესობის მაჩვენებელი. უბრალოდ, მისი ხასიათია ამ მოტივით კოდირებული.


მეძიებელია, ბევრს მუშაობს და ცდილობს დროის ადეკვატური სტილი თავის თავში იპოვოს და არა სხვასთან, სხვის მიერ გაკვალულ გზებსა და ბილიკებზე“ – აღნიშნავს კარდიოგრამის წინასიტყვაობაში კრიტიკოსი და ლიტერატურისმცოდნე ივანე ამირხანაშვილი და გვანცა ჯობავას ლექსისთვის დამახასიათებელ სამ ძირითადად თვისებას გამოყოფს – უშუალობას, გულწრფელობასა და სისადავეს.

90 pages, Paperback

About the author

Gvantsa Jobava

7 books1 follower

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (50%)
4 stars
1 (25%)
3 stars
0 (0%)
2 stars
1 (25%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Salo Lipartia.
36 reviews9 followers
May 4, 2018
ეს წიგნი გუდრიდსზე, ამ წამს, მე დავამატე. ვეძებდი და ძალიან გული დამწყდა, რომ ვერ ვიპოვე. აქ ისეთი ლექსებია, გულ-სისხლ-სულ-ტვინ-ნერვებამდე მიაღწევს და იქ აგირევს ყველაფერს. მცირე კრებულია, თან როგორც ერთმა, კარგმა ვინმემ თქვა, ორი ცალხაზიანი რვეულის ფასი ღირს, მაგრამ რვეულისგან განსხვავებით, მერწმუნეთ, საპატიო ადგილას შეინახავთ და რაღაც დროის შემდეგ გადაკითხვაც მოგინდებათ.
წიგნის ავტორი "კარდიოგრამამდეც" მაგარი გოგო იყო, ახლა კი 10-ჯერ უფრო მაგარი გოგოა და მინდა, რომ ბევრი წეროს. :))
Profile Image for nemesssis.
126 reviews4 followers
April 12, 2025
მე რომ გადავწყვეტ დავწერო იმაზე, რაზეც წერაც აკრძალულია - არა სხვის მიერ, მე ავუკრძალე ჩემსავე თავს. მე რომ გადავწყვეტ დავწერო წარსულის გაუსხვისებელ მოგონებებზე და აწმყოს ქვითკირებზე. მე რომ გადავწყვეტ დავწერო შეკავებულ სუნთქვაზე უშველებელი კორპუსების მოხუჭულ თვალებს შორის და უმთავრესად - როცა მე გადავწყვეტ, რომ ინტიმური ნავსაყუდელის ახლობლურ ტალღებს გამოვტაცო ყველა ბგერა, ყველა მონასმი, დავწერო ან დავხატო ისე, როგორც დავწერდი ან დავხატავდი უწინ, იქამდე, ვიდრე ილუზიები შემომეცლებოდნენ სხულიდან და შიშველს მხოლოდ ერთჯერადობის რწმენაღა შემომრჩებოდა, დავწერ იგივეზე.

და ღმერთმა დაგიფაროთ, იმედია, არასდროს გაიგებთ რა არის იგივე.

მაგრამ გვანცას გაუგია, გვანცამ იცის. მე ტოტალური უგრძნობობისა და უადამიანობის უკვე შეჩვეულ თბილ სუსხში პოეზია მრჩება სისხლით ამბორის ერთადერ წყაროდ.

უბრალოდ, მადლობა.

და დასასრულს -

“ჩუმად, უხმაუროდ კარი გამოვხურე,
იცი, აღარ მინდა, ვინმეს მოველოდე,
და თუ უწინ შენს წინ გული ამიჩქარდა,
ისე,
უმიზეზოდ გაგეხუმრე”

🪷
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.