ჟურნალ "და ქალის" რედაქტორმა პორტალ მარაო.გე-სთვის გათხოვილი ქალის ცხოვრებაზე ნოველის დაწერა შემომთავაზა და... ასე დაიწყო "გათხოვილის დღიურის" ისტორია. ეპიზოდები თავიდან საიტზე კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ამდენი მკითხველი თუ მეყოლებოდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მათ შორის ბევრი მამაკაცი გახლდათ. მკითხველის დაჟინებული თხოვნით, ეპიზოდები უკვე კვირაში ორჯერ ქვეყნდებოდა და, ამდენად, ამბების დაწერა რეალურ დროში მიწევდა, რაც ჩემთვის დიდი გამოცდილება და პასუხისმგებლობა იყო. "გათხოვილის დღიური" ჩემი პირველი წიგნი, ახდენილი ოცნება და სტიმულია, გავაგრძელო წერა და სხვა, უფრო საინტერესო ნაწარმოებები შემოგთავაზოთ.
ძალიან დიდხანს მაინტერესებდა ეს წიგნი, ზრდასრული რომ გავხდები, მაშინ წავიკითხავ-მეთქი. და ასაკი შესაბამისი მაქვს, თუმცა ეუფ. 🤦🏻♀️🤭 არ ვაპირებდი ასე შეფასებას, მარაა... შუაში და ბოლოში ისეთები გავუშვით, რომ...
ესე იგი, ~"აი, ფილმებში რომ არის, ისე", "აი, ფილმში რომ არის" დებილივით იმეორებს ეს გოგო ყოველ ფოთლის გაშრიალებაზე, ~აშარაშკას ეძახის უცნობი მეზობლის ცოლს მარტო იმიტომ, რომ ის კაცი სიმპათიურია, მოსწონს და სიმპათიური კაცი დაბალი ცოლის ყოლისთვის ეცოდება.
~თურმე ღიპიანი თამადა რა ქალთმოძულეა, ქალები ნუ მუშაობთო, ასე და ასე უნდა მოიქცნენო, და ეს სადაქალო ამ დროს სხვებს პუ*ანკას და ბო*ის იარლიყებს რომ ურიგებენ წინ და უკან, ეგ კაი ქალობაა. 🤡
~გამხმოვანებელს ბგერების ისეთი გამოთქმა აქვს, თავის კანი და ყურები მექავება, გეგონება, კოღო მიწუის ახლოს. ჩემმა სმენამ ტრავმა მიიღო 😓
~ასე ხელოვნურად, როგორი დიალოგები და თხრობაც ქართველ თანამედროვე მწერლებს აქვთ, ვინმე საუბრობს? მითხარით რა 🥲 ეგეთი კითხვა-პასუხი სადმე მოგისმენიათ? ასე გამართული ლიტერატურული "დიდოსტატის მარჯვენის" ქართულით+გრამატიკის წესების დაცვით ვინ ლაპარაკობს? ნაღდი აჭარანეთის გახმოვანების ტონი, რა. უკვე სანთლით იძებნება ნამდვილი და კარგი ენის მქონე მწერლები. ამიტომ არ მინდა ხოლმე თანამედროვე ნაწარმოებების აღება 😑 ~ნუ, იუმორი, კაი, სამჯერ გამეღიმა. ~და კიდევ, ერთ-ერთ დაქალს ეშინოდა ქმართან *იმის* 🙂, წინასწარ გეგმავდა თუ რაღაცა, და როცა "როგორც იქნა", ქონდა, დაქალებს დაურეკა, ახარა, იმათ, ალილუია, ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთო; მეგონა ხუმრობა და მართლა აღნიშნეს-რესტორანში წავიდნენ და დალიეს 😶🥴
~და ეს იდიოტობა და თვალების გადატრიალება ტროპი, რომ თურმე მთავარი პერსონაჟი ისეთი გულუბრყვილო, ახალგაზრდული და უნაკლოა, (ოღონდ გარეგნობაში ზედმეტი ჩარევის გარეშე), რომ სიუჟეტის განმავლობაში შეხვედრილი 567-ვე კაციდან მაშინვე ყველა იკერება და ყველას უკვირს, უი, შენ ქმარ-შვილიანი რანაირად ხარ, რა კარგად გამოიყურებიო🤡 რა pick me, "სხვა მატერიალისტ ქალებს არ ვგავარ" ტრიალებს აქანა 😀
~ეს ქალი, ეს girlboss თეა მეზობლის კატას, ვიღაც ბათუმში გაცნობილ თითქმის სექსუალურ მანიაკს, მწვანე ბუზს, მაღაზიის მობრედპიტო გამყიდველს- ყველას მოსწონს, დორბლი მოსდით, გიჟდებიან, ეს როგორი განსხვავებული ღრუბლებში მფრინავი, მწერალი გოგო ყოფილაო.
~და ეს პატიოსანი თეა, საკუთარ მეგობრებს, რომლებზეც ვითომ მზე და მთვარე ამოსდის, იცით, რას ეუბნება? "თქვენ, ქალები"(ზუსტი ციტატაა), სულ კოსმეტიკაზე ფიქრობთო და მე ბავშვობიდან სხვანაირი ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა და თქვენ რომ ეროტიკულ ჟურნალებს მალავდით, მე ლადო გუდიაშვილის ალბომს ვათვალიერებდიო. 😐 😶 😶🌫️ ☹️🤦🏻♀️⚠️🚫☢️☣️☣️☣️☣️☢️☢️☢️☢️☢️❌️❌️❌️
... აი მუხლებზე დაჩოქილი გთხოვთ,გევედრებით, რა, არ გვინდა ეს "რაღაცით ყოველთვის გამოვირჩეოდი მასისგან" პერსონაჟები, ქალები მით უმეტეს, არც ფემინიზმი არაა ეგ, არც კომპლიმენტი, არც განსხვავებულობის "აღიარება", თუ რაღაც, და გასაგებია, რომ 2016 წელსაა გამოსული, თუმცა თუ თავში გონება გვაქვს და სოლიდარობის ნამდვილი განცდა, შეცდომების გასამართლებლად დროის პერიოდს მაინცდამაინც დიდი დატვირთვა არ აქვს.