Jump to ratings and reviews
Rate this book

ყველას უყვარს მარი

Rate this book
მიშა ბახსოლიანის სადებიუტო კრებულში ავტორის მიერ 2007-2010 წლებში დაწერილი თერთმეტი მოთხრობაა თავმოყრილი. მოთხრობებს ახალგაზრდა ავტორი ქართულ ლიტერატურულ საიტებზე „არყის ბიჭის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა (რამდენიმე მოთხრობა ლიტერატურულ პერიოდიკაშიც დაიბეჭდა), 2010 წელს კი მათ თავი მოუყარა და წიგნად გამოსცა. „ყველას უყვარს მარი“ წიგნში შემავალი ერთ-ერთი მოთხრობის სათაურია. ფრაგმენტულობა, დეტალებზე ყურადღების გამახვილება და შავი იუმორი მიშა ბახსოლიანის სტილის თავისებურებებია.

123 pages, Paperback

Published January 1, 2010

6 people want to read

About the author

Misha Bakhsoliani

8 books6 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
3 (75%)
4 stars
1 (25%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
November 30, 2019
მთლად ჩემი სტილი კი არაა, მაგრამ აი აშკარად აქვს ამ ბიჭს მაგარი ნიჭი და ჰა! ადრეც მაქვს წაკითხული რაღაცეები - ნაწილი ინტერნეტში, ნაწილი სამიზდატის პონტში დაბეჭდილი და ადრეც პრინციპში ვაღიარებდი. ვისაც გაგიგიათ ლიტერატურულ ანდერგრაუნდში "არყის ბიჭი" - ესაა.

ცოტა ბორის ვიანს და ცოტაც ბეროუზს შევადარებდი რაღაცით, მაგრამ ნაკლები ოპიატებით და მეტი ალკოჰოლით. კიდევ ერთიც - როგორც ბევრი მწერალი, მიშაც პერიოდულად ახსენებს ხოლმე მხოლოდ მისთვის ნაცნობ ადგილებს, ადამიანებს და სიტუაციებს (მაგალითად, უნივერმაღი, კინოთეატრი "მერცხალი" და ა.შ.). როცა ეს რამეები არ იცი რეალურად რას ნიშნავს ნაწარმოები რაღაცნაირი მისტიკით იმოსება ხოლმე და მკითხველმა თავისი ფანტაზია უნდა ჩართოს და შეავსოს თეთრი ლაქები. მაგრამ შეიძლება პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ წავიკითხე ისეთი რამ, სადაც ფაქტიურად თეთრი ლაქები არ იყო - მოგონილი თუ ნამდვილი თითქმის ყველაფერი მეცნო, იმიტომ რომ ჯერ ხო რუსთავიდან ვარ მეც და მერე კიდე ზუსტად იმ უბნიდან და იმ ეზოდან საიდანაც მიშა და მასაც ბავშვობიდან ვიცნობ. ხოდა, დიდი მადლობა მიშა-ჯან, რო ასეთი უნიკალური გამოცდილების შესაძლებლობა მომეცი :)

ეხლა ისეც არ იფიქროთ რო ნეპოტიზმი მალაპარაკებს, ისედაც მაგარია, თან სტილის მიუხედავად არის აქ რაღაც ისეთი, რაც ძალიან მიყვარს და იშვიათად ვხვდები - რეალურად არასტანდარტულ-აბსურდული-მაგიურ-რეალისტური-მისტიურ-ფსიქოდელიური მომენტების კარგად გადაბმული სინთეზი. ძალიან მაგრად გაასწორებდა რაიმე ცოტა მოზრდილი რომ დაეწერა, ცოტა რაღაცანაირად უფრო მიმართულებამიცემული და 90-იანებიც ბოლომდე არა, მარა თითქმის მორჩა :)
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.