Jump to ratings and reviews
Rate this book

დედა ენა

Rate this book
თუკი არსებობს კითხვითი წინადადება, არსებობს კითხვითი წიგნიც. პაატა შამუგიას ლექსების კრებული „დედა ენა“ კითხვითი წიგნია. მასზე პასუხები კი მკითხველის თავშია დამარხული.

65 pages, Paperback

Published January 1, 2017

1 person is currently reading
11 people want to read

About the author

Paata Shamugia

12 books5 followers
პაატა შამუგია — თანამედროვე ქართველი პოეტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.

დაიბადა 1983 წლის 20 მარტს აფხაზეთში. ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, უახლესი ლიტერატურის სპეციალობით. 2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამომცემლობაში, აქვეყნებს ლექსებს პერიოდიკაში და წერს კრიტიკულ ესეებს.

ფართო საზოგადოებისათვის პაატა შამუგია ცნობილი გახდა სკანდალური წიგნით „ანტიტყაოსანი“. წიგნმა სკანდალი გამოიწვია იმით, რომ ის ამ კლასიკური ტექსტის პაროდირებული ვერსია იყო.

სამწლიანი პაუზის შემდეგ (2010) პაატა შამუგიამ გამოსცა პოეტური კრებული „უპირატესობა“, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. წინა კრებულისგან განსხვავებით, „უპირატესობა“ არ გამხდარა სკანდალის მიზეზი, პირიქით — კრიტიკამ დადებითად მიიღო ავტორის წიგნი, დაიწერა რეცენზიები, სადაც ავტორს ახალი ქართული პოეზიის გამორჩეულ სახედ მიიჩნევენ.

2011 წელს გამოვიდა ავტორის ახალი წიგნი სახელწოდებით „დაუჯდომელი“, რომელშიც ავტორი რელიგიური თემების გადამუშავებითა და მძაფრი სოციო-პოლიტიკური პათოსით ამბობს სათქმელს. რისთვისაც ავტორმა 2012 წლის "საბა" დაიმსახურა საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.

2014 წელს პაატა შამუგიამ გამოსცა კრებული „შიზოგადოება“, რომელიც გამოსვლისთანავე ლიტერატურული წრეების განხილვის საგანი გახდა და 2015 წლის "საბა" დაიმსახურა წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.

2017 წელს პაატა შამუგიამ გამოსცა მორიგი პოეტური კრებული "დედა ენა“.

მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, სპარსულ, სომხურ და გერმანულ ენებზე.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
13 (46%)
4 stars
13 (46%)
3 stars
1 (3%)
2 stars
1 (3%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 8 of 8 reviews
Profile Image for NEKA.
162 reviews
April 26, 2020
არ მეგონა თუ შამუგია ასე კარგად წერდა🤷‍♀️❤️
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books424 followers
November 6, 2017
ლექსების კარგი კრებული
ისეთივე სასარგებლოა,
როგორც ერთი ჭიქა წითელი ღვინო
ყოველ სადილზე,
როგორც სამუშაო დღეს დამთხვეული
რელიგიური დღესასწაული,
როგორც სიტყვა "როგორც"
შედარებისათვის დაწერილ წინადადებაში.
და როგორც ლექსების ის კარგი კრებული,
რომელზეც ეს ცუდი ლექსი
(თუ შეიძლება სიტყვათა
ამ ვერტიკალურ ნაკადს
ლექსი ეწოდოს)
რამდენიმე ამოსუნთქვით
დავწერე.
Profile Image for Guga Maliadze .
189 reviews
April 27, 2020
„მო­სუ­ქე­ბულ კის­რებს იზელთ
და წმინ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო მი­ნეტს მი­კე­თებთ.
რა პა­ტი­ვია! უხერ­ხუ­ლო­ბის­გან აღარ ვი­ცი, სა­ით წა­ვი­დე,
ძი­ლის­მიერი ეაკუ­ლა­ცი­ის ნარ­ჩე­ნებს მორ­ცხვად ვი­რეც­ხავ
და მომ­დევ­ნო დი­ლის სა­მად­ლო­ბელს წრფე­ლად აღ­ვავ­ლენ“.
Profile Image for Kristina.
270 reviews10 followers
November 11, 2017
მკითხველი პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის პაატა შამუგიას.
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews25 followers
February 11, 2022
დედა ენა - 4/5

"უფალმაც რომ დაიცვას ქალაქი,
ამაოდ ფხიზლობს გუშაგი -
ვერავინ გადარჩება.

სახლებს ცეცხლი წაეკიდება,
გზები მოირყევა,
ჩვილები აკვნებიდან წამოდგებიან
და თავებს დემონტრაციულად დაიხოცავენ,
რადგან
ვერავინ გადარჩება"

ეკონომიური პოეზია 5/5

"ტანკა ტანკისა და ტანკას შესახებ

ტანკისტმა ლულა შემართა,
ტანკისტმა კი - კალამი.
მაგრამ ყოველთვის ტანკისტი იმარჯვებს"
Profile Image for Mariam Bregvadze.
7 reviews
February 26, 2018
***
ჯოჯოხეთი -ეს არის
საძულველი მუსიკა,
საძულველი ნახატი
და საყვარელი წიგნი...
უცნობ ენაზე.
Profile Image for Anketa.
103 reviews11 followers
February 7, 2019
როცა შენი ქვემდებარე მის შემასმენელს პირში თანხვდება.
Displaying 1 - 8 of 8 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.