Jump to ratings and reviews
Rate this book

მკაცრი რეჟიმის სასახლე

Rate this book

Unknown Binding

11 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (50%)
4 stars
0 (0%)
3 stars
2 (50%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Mariam Natchkebia.
81 reviews1 follower
December 21, 2023
ჩემთვის აღმოჩენა იყო უცნობი მწერლის, "მაია ბურჭულაძის", იგივე ლეილა ხომერიკის წიგნი ,"მკაცრი რეჟიმის სასახლე", რომელიც არის დეტექტიური ჟანრის რომანი.

ცნობილი მსახიობი, ელენე ბეთანელი და მისი შვილი, ნინი უგრეხელიძე შეეწირნენ ფსიქოპათის, ვინმე არჩილ ხრიკულის, იგივე "ანჟელას" ახირებებს. მგზავრი, როგორც თავის თავს უწოდებს, შეპყრობილია პარანოიდული ფიქრებით, თითქოს მას ჰყავს რჩეული, ელენე ბეთანელის სახით, რომელთან ერთადაც სავსე მთვარეობისას უნდა ჩასახოს შვილი, თუმცა ვერ აღწევს მიზანს, რადგან თავისი ხელით მოუსპო ჩასახულ ბავშვსაც და თავის თავსაც სიცოცხლე ელენემ, ამის შემხედვარე ნინიმ კი ისტერიკა მოაწყო და "მგზავრი" იძულებული გახდა დაეხრჩო იგი. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მოხდა 16 წლის წინ, ქმარზე, ნოდარ უგრეხელიძეზე გაბრაზებული ელენე მანქანაში ჩაუჯდა უცნობს, რომელმაც იგი და შემდგომ მისი შვილი, ნინი მოიტაცა. ამ ხნის განმავლობაში, ყველას ეგონა რომ ელენე მის ყოფილ საყვარელთან,ასევე მსახიობ, დათუნა ჯაფარიძესთან ერთად გაიქცა რუსეთში, ამიტომაც მეუღლეს არ უცდია მისი მოძებნა, თუმცა მეუღლის გაუჩინარებიდან 4 თვის შემდეგ დაკარგული შვილის მოსაძებნად კი შეყარა მთელი ქვეყანა, თუმცა უშედეგოდ.

16 წლის შემდეგ, ნოდარმა აურაცხელი ქონება იშოვა, გახდა ბანკის მმართველი და დააპირა ვინმე ბესარიონ ჩაჩხიანის დაფინანსება საპრეზიდენტო არჩევნებზე. რომ არა ეს ფაქტორი და რომ არა უშიშროების ჩარევა, მოეძებნათ რაიმე კომპრომატი ბანკირის საწინააღმდეგოდ, ელენესა და ნინის გაუჩინარების საქმე დღემდე გაუხსნელი დარჩებოდა. კომპრომატის ძიების პროცესში, აღმოჩნდა რომ ცოლის გაუჩინარებაში არავითარი ბრალი არ მიუძღვოდა ნოდარს.

აღსანიშნავია, რომ გულმოკლული მამის გულუბრყვილობით ისარგებლა მისმა მოადგილემ, ელდარ დუნდუამ და მის შვილთან ერთად, ლევან დუნდუასთან ერთად, დააპირა ნინიდ გაესაღებინა, მისი გაქრობიდან 16 წლის შემდეგ, ახლახანს დუბაიდან ჩამოსული 24 წლის გოგო, კესო-ელისაბედ დარჩია.(კესო ძალიან ჰგავდა ელენეს ). აღსანიშნავია, რომ კესოს სხვა გზა არ დაუტოვეს, ნარკოტიკების ჩადებითა და დაპატიმრებით დაემუქრნენ. კესო იძულებული გახდა შეესრულებინა მამა-შვილის მოთხოვნა. ნოდარმაც დაიჯერა ეს ტყუილი. კესომ კი რამდენიმე დღეში მოახერხა ნოდარის სახლიდან გაქცევა და დასხლტომა ელდარისა და ლევანის კლანჭებიდან, რა დროსაც გადაეყარა მაიორ გოგა სვიმონიშვილს, რომელიც დადარაჯებული იყო ნოდარის სახლთან იმ იმედით, რომ რაიმე კომპრომატს იპოვიდა მასზე. გოგა დისტრიბუტორად გაეცნო კესოს და შესთავაზა ჩემს სახლში წაგიყვან, სანამ საფრთხე არ გადაივლისო. კესოც ენდო მას, თუმცა რამდენიმე დღეში დედამისისგან გაიგო, რომ თურმე გოგა ატყუებდა და არა დისტრიბუტორი, არამედ უშიშროების თანამშრომელი იყო. ამაზე გაბრაზებული კესო გაიქცა გოგას სახლიდან, გზაში კი გადაეყარა "მგზავრს", რომელმაც იგი ელენეს მსგავსად წაიყვანა თავის სოფელში და მარანში გამოკეტა.

ძიების პროცესში, აღმოჩნდა რომ ამ ყველაფერში დამნაშავე იყო უშიშროებაში მომუშავე არიქვარიუსი, "ანჟელა", რომელმაც უშიშროების ყველა ნაბიჯი ზედმიწევნით იცოდა. მან გაიტაცა ელენე, მოკლა მისი შვილი ნინი, მოიშორა მოწმეები, დათუნა ჯაფარიძე და ფსიქოთერაპევტი აკაკი, გაიტაცა კესო და უპირებდა აბორტი გაეკეთებინა. თუნცა საბედნიეროდ, არ დასცალდა, გოგამ და ნოდარმა სულზე მიუსწრეს და გადაარჩინეს კესო.
This entire review has been hidden because of spoilers.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.