პირველად ქართული ტენქიკური ლიტერატურის სფეროში პლასტმასის სამშენებლო კონსტრუქციების კურსის სრულყოფილი შესწავლისათვის სასწავლო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად გამოცმეულ პრაქტიკუმის წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია ხის კონსტრუქციების ელემენტების დეფორმაციების, შეერთებების მთლიანკვეთიანი და შედგენილი დგარების, ფენილების, გრძივებისა და კოჭების გაანგარიშების მაგალითები. კონკრეტული მაგალითების ამოხსნას წინ უძღვის ზოგადი მითითებები გაანგარიშებისათვის, რაც აპრობირებულია მრავალგზის გამართლებული მეთოდური თვალსაზრისით და ხელს უწყობს საგნის საფუძვლიან შესწავლას. სახელმძღვანელო განკუთვნილის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობის (2903) სტუდენტებისათვის. წიგნი კარგ სამსახურს გაუწევს აგრეთვე მონათესავე სპეციალობის სტუდენტებს, ინჟინრებს, დამპროექტებლებს, მეცნიერ-თანამშრომლებს და ამ საქმით დაინტერესებულ ყველა პირს.
დამტკიცებულია სტუ-ს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ
ქართველი მშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სრული პროფესორი, აკადემიური დოქტორი, სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, "სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონის" სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. დაიბადა 1947 წლის 29 ივლისს ქ. ქუთაისში. 1965 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლა. 1970 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1971 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტალური დაპროექტების (თბილზნიიეპი) ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1972 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ, ადრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი) სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე – ლაბორანტად, ლაბორატორიის გამგედ, ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად და 2008 წლიდან დღემდე სრულ პროფესორად.