Jump to ratings and reviews
Rate this book

რძის ფოსტა

Rate this book

80 pages, Paperback

Published May 1, 2016

Loading...
Loading...

About the author

Besik Kharanauli

22 books22 followers
ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში და, კერძოდ, თიანეთში.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ჰობი: ფეხით სიარული, რომ მიდის და მილაპარაკობს.
ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
14 (63%)
4 stars
7 (31%)
3 stars
1 (4%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 11 of 11 reviews
Profile Image for Sandro Mamuladze.
45 reviews2 followers
February 10, 2022
კიდევ ბევრი შედევრი გვაჩუქე, ბესიკ, ბევრი დიდებული ლექსი დაწერე, რომლის გენიალურობაც იმაშია, რომ ერთდროულად ძალიან უბრალო და თან დიდებულია! კარტოფილის ამოღება და რძით სავსე ჭიქა ხელოვნებად აქციე და მერე ისეთ ლამაზ წიგნად გამოეცი, მკითხველი რომ შეხედავს და გულში რაღაც ჩაეღვრება - სიამოვნების და სევდისმაგვარი… დიდხანს იყავი ჩვენს გვერდით, ამბა-ბესარიონ!
Profile Image for Waldo.
313 reviews1 follower
November 28, 2022
გვერდზე გადადეთ კალამი და კლავიატურა, ხარანაულმა დაწერა უკვე ყველაფერი
Profile Image for Giorgi Baskhajauri.
158 reviews23 followers
August 28, 2021
თეონა ჭანიშვილის ილუსტრაციების სიკარგეს დასაწყისშივე აღვნიშნავ, რადგან ეს ლექსები, რომელთაც ორი განუყოფელი ავტორი ჰყავთ - მოზარდი და ზრდასრული ხარანაული, ამ გაფორმების წყალობით კიდევ უფრო დაუვიწყარ მოგზაურობად იქცევა. ხარანაული დედისთვის პატივის მიგებას ყველა შელამაზებული სიტყვის უარყოფით ცდილობს და ასე ახერხებს შექმნას ტექსტი, რომლის პერსონაჟები, მკითხველი თუ ილუსტრატორი თანაბრად არის ავტორი და ამავდროულად ავტორი არც არსებობს. ვფიქრობ, ხარანაულზე მაგარი პოეტი არ დაბადებულა.
Profile Image for Mariam Chighladze.
1 review
June 4, 2026
„მართალია, კატას ვერ აუგრძალავ
სხვის საბძელში კნუტების დაყრას,
მაგრამ ადამინსაც ვერ უბრძანებ,
დამატებითუ საზრუნავი გაიჩინეო.
გარდა ამისა,
როცა მარტოკა ებრძვის კაცი ცხოვრებასა და სიმარტოვეს,
დაფასებაც უნდა იცოდეს:
რა შუაშია კატა,ძაღლი და ბუხრის ცეცხლი.”
Profile Image for მწვანე კოღო.
195 reviews18 followers
July 20, 2021
თითქოს ხომ იფიქრებ, ყოველდღიურობას გიყვება, რა არის განსაკუთრებული კარტოფილის ამოღებაში, რძის სმასა თუ კნუტების დაბადებაშიო, მაგრამ ხვდები, რომ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს კაცი გიყვარს - მისი ჩვეულებრივი მიწიერებით გაჩვენებს, რომ ყოველი წამი პოეზიაა და ყველაზე ნამდვილი ამბები, ყველაზე კარგად მოსაყოლი ამბები, ყველაზე ძვირფასი ამბები ჩვეულებრივ ქმედებებშია გაბნეული.
Profile Image for Ivva Tadiashvili.
269 reviews8 followers
January 9, 2022
ხარანაულის არაფერი წამიკითხავს აქამდე მარა საბადან მესმოდა ხოლმე ყოველ წელს პრემიეს რომ იღებს ხოლმე. მომეწონა ამ უხეში ენით გადმოცემული სინაზეები. განსაკუთრებით კნუტები მომეწონა. ნამდვილად გამორჩეული პოეტი ყოფილა ბესიკი.
80 reviews6 followers
February 18, 2021
ეს სავსე ემოციაა..

სავსე ამბები, რომლებშიც თითქოს არაფერია შენეული
და თან ყველაფერი შენი და ნაცნობია..
Profile Image for Atina Bregvadze.
60 reviews4 followers
December 26, 2024
მადლობა საქართველოს ბესიკ ხარანაულისთვის.
Displaying 1 - 11 of 11 reviews