გელა ჩქვანავას მკვდარი ქვიშის უდაბნო აშიშვლებს სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანთა ნატურას და მათი ყველაზე ინტიმური – აღვირახსნილი, პათოლოგიური, ამბიციური ლტოლვები და ეფემერულობისთვის განწირული სურვილები სააშკარაოზე გამოაქვს. აქ ყველა მარტოა საკუთარი ქვიშისფერი, უჩრდილო სიკვდილის – თვითრეფლექსიის საშუალების წინაშე, რასაც ქვეცნობიერად გაურბიან და მიელტვიან კიდეც სასოწარკვეთის მომენტებში. აქ ყველა თავის კაბალურ ტვირთს – წარსულ ცხოვრებასა და ცოდვებს – ატარებს ბედუინთა ტვირთასხმული აქლემებივით...
დაიბადა 1967 წელს. დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა და თსუ სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1986-88 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობს თბილისში დევნილის სტატუსით. ომის შემდეგ გამოიცვალა მრავალი პროფესია.
2002 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში. 2007-2009 წლებში გელა ჩქვანავას ნაწარმოებები დაიბეჭდა რუსულ ლიტერატურულ პერიოდიკაშიც, ჟურნალებში: ნევა, დრუჟბა ნაროდოვ და კრეშატიკი.
2002 წლის აპრილში გაიმარჯვა გამომცემლობა დიოგენეს მოწყობილ პირველ კონკურსში Pen მარათონი 2002 და მოიპოვა პირველი ადგილი. იმავე წელს ლიტერატურული ასოციაცია კვალის კონკურსში მესამე ადგილი დაიმსახურა. 2004 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში წიგნისათვის კოლორიტები.
თუ გინდათ ადამიანების ბნელ ფიქრებს და მხარეებს ეზიაროთ , მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი 💜 ( წიგნისთვის დიდი მადლობა ინტელექტის გამომცემლობას ) 💜
ისტორია შუიდან იწყება , და შემდეგ წიგნი მოგვითხრობს როგორ მოიტაცეს დედოფალი და როგორ მოხვდა იგი მომტაცებელთან ერთად უდაბნოში , მკვდარი ქვიშის უდაბნოში .
საოცარია , მაგრამ ამ ერთ ციცქნა წიგნს წამში შეუძლია მიგახვედროს ერთ დროს გულით ნანატრი ოცნებები შეიძლება ჯოჯოხეთად გვექცეს . ასე დაემართა დედოფალსაც , რომელსაც ყოველთვის მარტო დარჩენა სურდა და ყურადღებას კი არა და არ აკლებდნენ .. და როგორც კი მარტო დარჩა თავის ფიქრებთან , თავის მოგონებებთან უმალ კინაღამ გაგიჟდა . ძალიან ხშირად რაღაც ძვირფასი გვაქვს/გვყავს და იქამდე ვერასდროს ვაცნობიერებთ ამ სიძვირფასეს სანამ ხელიდან არ გამოგვეცლება . გვიყვარს და უკანასკნელი თხოვნის შესრულებაც კი გვიჭირს . სწორედ ამ ისტორიას გამოაქვს სააშკარაოზე ადამიანების აღვირახსნილობა , ამბიციური ლტოლვები და განწირული ოცნებები , რომელიც საბოლოოდ სიგიჟის ზღვარზე გადის . მადლიერება საოცარი თვისებაა , რომელსაც ყოველთვის იმ ადამიანებისგან ვიღებთ ვისგანაც არ ველოდით . მისგან კი ვისგანაც ველით ერთ დღეს , ზურგშექცევით გვეტყვიან სამყარო , რომ მაჩუქე მე მეტსაც ვიმსახურებდიო . უდაბნოში , მარტო დარჩენილს , მშიერს და მწყურვალს ადამიანი რომ დაგაპურებს შენ კი თვალ მარგალიტზე გაცვლი ( მეტაფორულად , რომ გასაჭირში დაგეხმარება , შემდეგ კი შენ ხელს კრავ უფსკრულისკენ ) თეთრი აქლეემი აღარ მოვა ცისფერი თვალებით შენს წასაყვანად , ცხოვრება კი ყველა არასწორად გადადგმულ ნაბიჯზე გაგებინებს პასუხს .