"როცა ვწერ, ძალიან კარგად ვარ. მე მგონი, ასე კარგად არასოდეს ვგრძნობ თავს, თუმცა ეს იმას სრულებით არ ნიშნავს, რომ თუ არ ვწერ, ცუდად ვარ. როცა არ ვწერ და ჩემს სამწერლო სამყაროსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი მაქვს, ასე მგონია, რომ ყველაფერი ეს ჩემი დაწერილი არ არის. ვკითხულობ და ვფიქრობ, რომ ამ მოთხრობების ავტორი უცნობი კაცია."
არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. დღემდე მუშაობს როგორც გამყოლი ველური ბუნების და ეკოტურიზმის გამყოლი. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]
არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.
[b]ჯილდოები[/b] - პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002) - ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)
არჩილის წიგნების კითხვას ვერასდროს ვერ ვწელავ, რადგან უბრალოდ ერთ ამოსუნთქვაში თავიდან ბოლომდე იკითხება. ლებანას თაროზე ეს წიგნი რომ დავინახე, ვთხოვე რომ წიგნი ცოტა ხანი მოეცა და მალევე დავუბრუნდებდი. არამგონია ეს მალე დაბრუნება შედგეს, რადგან ასეთი წიგნი და ამბები , რაც ამ წიგნში წერია დიდი ხანი მომყვება ხოლმე, განსაკუთრებით, როდესაც სრულიად უცბად ჩემს ნაცნობ ადამიანებს აღმოვაჩენ ხოლმე მის ესეებში. წიგნის კითხვა სევაში, ფარახეთის თემში ( რაჭაში ) დავამთავრე , ზუსტად ვიცოდი რომ თბილისში ეგრე მშვიდად ვერ წავიკითხავდი ასეთი ბუნების ამბებს.