ალბათ, 3.5 უფრო უპრიანი იქნებოდა.
დამწყებმა ახალგაზრდა ავტორმა ქართული ლიტერატურისთვის ეგზოტიკურ ჟანრს, ფორმასა და სტილს მიმართა, რამაც, საბოლოო ანგარიშში, საკამოდ საინტრესო შედეგი გამოიღო. წიგნში უხვად შეხვდებით ერთმანეთზე უცნაურ, მრავლისმთქმელ და ემოციურ ამბებსა თუ პერსონაჟებს, თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი კონკრეტულ დროსა თუ გეოგრაფიულ არეალში გამოკეტილი არ არის.
უბრალოდ ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მკითხველისთვის, იმდენად რთულად ასაწყობი აღმოჩნდა ამ წიგნის ფაზლივით სიუჟეტი, რომ კითხვისას მეფიქრებოდა, ავტორიც ხომ არ დაიკარგა თავის დესტრუქციულ თხრობის მანერაში, სადაც ერთმანეთში არეული ნარატორთა ისტორიების გაერთიანება საკმაოდ რთულია.