Jump to ratings and reviews
Rate this book

წერილები სტეფან ცვაიგს

Rate this book
1928 წელს გერმანიაში, იენაში, დიდერიხსის გამომცემლობაში დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით. რომანის თარგმნისა და გამოცემის შესახებ დაწყებულმა მიმოწერამ საფუძველი ჩაუყარა ამ ორი მწერლის მეგობრობას. გრიგოლ რობაქიძის შვეიცარიული არქივი დაკარგულად არის მიჩნეული, შესაბამისად, არ მოგვეპოვება შტეფან ცვაიგის ქართველი მწერლისადმი მიწერილი წერილები. საბედნიეროდ, გრიგოლ რობაქიძის ეპისტოლური მემკვიდრეობა (ავსტრიელი შემოქმედისადმი გაგზავნილი წერილები) დაცული აღმოჩნდა ამერიკაში, ნიუ-იორკში, ფრედონიის უნივერსიტეტის დანიელ რიდის ბიბლიოთეკაში, შტეფან ცვაიგის არქივში. გრიგოლ რობაქიძის შტეფან ცვაიგისადმი მიწერილი წერილები ითარგმნა და გამოიცა პირველად. ამ კრებულით მკითხველს საშუალება ეძლევა, ქართულ ენაზე გაეცნოს მათ. ეს წერილები ბევრ, აქამდე უცნობ ინფორმაციას იტევს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის შემადგენელი ნაწილია.

257 pages, Paperback

Published January 1, 2016

20 people want to read

About the author

Grigol Robakidze

23 books66 followers
Grigol Robakidze [Georgian: გრიგოლ რობაქიძე] (October 28, 1882 – November 19, 1962) was a Georgian writer, publicist, and public figure primarily known for his exotic prose and anti-Soviet émigré activities.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
5 (50%)
4 stars
3 (30%)
3 stars
1 (10%)
2 stars
0 (0%)
1 star
1 (10%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews36 followers
November 2, 2016
ყოველთვის ვიცოდი, რომ გრიგოლ რობაქიძე ძალიან დიდი მწერალი იყო.
ვიცოდი არა იმიტომ, რომ მისი ყველა ნაწარმოები წამიკითხავს ან კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას, არამედ იმიტომ, რომ ასე გვითხრეს სკოლაში, ასე გვეუბნებოდნენ ჩვენი მშობლები, ასეა მიღებული საზოგადოებაში და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა მასშტაბების მქონე მწერალია სინამდვილეში რობაქიძე.

გველის პერანგი პირველად სადღაც მე-8 ან მე-9 კლასში წავიკითხე, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვდა მომეწონა თუ არა, ან რა ემოცია დატოვა. როდესაც “წერილები სტეფან ცვაიგს” (დიახ სტეფან და არა შტეფან, წიგნის სათაურში ცნობილი მწერლის სახელი ისევეა დატოვებული, როგორც მას გრიგოლ რობაქიძე მოიხსენიებს) წავიკითხე, თავიდან მომინდა გველის პერანგის წაკითხვა (და, რა თქმა უნდა, წავიკითხე). რობაქიძისა და ცვაიგის მიმოწერაში გველის პერანგს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ცოტამ თუ იცის, რომ გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგის გერმანულ გამოცემას, რომელიც დიდერიხის გამომცემლობამ გამოსცა, შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობა აქვს. ნაწყვეტი წინასიტყვაოdas_schlangenhemd_-_grigol_robakidseბიდან:
“ეს ერი დედამიწის ერთ–ერთ ყველაზე შესანიშნავ გარემოშია ჩარგული, სახელი გაუთქვამს თავისი სიმღერებითა თუ ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისთვის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ წიგნიდან შევიტყვე, თუ რაოდენ მდიდარია ეს ერი მისტიკური ძალებით, რა სავსეა ჰეროიზმით, და ამავე დროს რაოდენ გატაცებულია თანამედროვე იდეებით. ამ წიგნით ახალგაზრდა ავტორმა ჩვენცა და თავის სამშობლოსაც დიდი სარგებლობა მოუტანა.”
გარდა წინასიტყვაობისა ცვაიგი იყო ის ადამიანი, რომელიც რობაქიძეს ყოველმხრივ დაუდგა მხარში: ეხმარებოდა წიგნის სტილისტურ გამართვაში, გაუწია ძალიან ბევრი რეკომენდაცია გამომცემლებთან, გააცნო მნიშვნელოვანი პირები და რამდენჯერმე მატერიალურადაც კი დაეხმარა, როცა ქართველ მწერალს გაუჭირდა.

ამ წიგნში შესულია მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის მიერ შტეფან ცვაიგისადმი მიწერილი წერილები, რომლებსაც ცვაიგის პირად არქივებში მიაკვლიეს. სამწუხაროდ, ისტორიამ ვერ შემოინახა ცვაიგის მიერ რობაქიძისადმი მიწერილი წერილები. ქართველი მწერლის ევროპული არქივი დაკარგულია. წიგნში ათობით წერილია და დასურათებულია იდეალურად! ცალკე მადლობა ეკუთვნის წიგნის დიზაინერს. თქვენ ნახავთ აღნიშნული წერილების დედნის ასლებს, წერილებში მოხსენიებული ისტორიული პირებისა და ადგილების ფოტოებს, რობაქიძის მიერ გაგზავნილ საქართველოს ბუნების ფოტოებს, ასევე ცვაიგის სახლის ფოტოებს, სადაც სტუმრობდა რამდენიმე დღით ქართველი მწერალი და სხვა.

კითხვისას ადვილად ამჩნევ, როგორ იცვლება რობაქიძის დამოკიდებულება ცვაიგისადმი. თუ პირველ წერილებში იგი ძალიან მოკრძალებით ქვევიდან ზევით ელაპარაკება ევროპელ მწერალს, სადღაც წიგნის შუაში უკვე გრძნობ, რომ ეს წერილები ორ მეგობარ ადამიანს ეკუთვნის. ისინი, უკვე როგორც თანაბარი კოლეგები, ისე ესაუბრებიან ერთმანეთს, განიხილავენ ერთმანეთის ახალ ნაწარმოებებს და საუბრობენ პრობლემებზე, პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე..

განსაკუთრებით აღსანიშნავია რობაქიძის მცდელობა, ცვაიგი ჩამოეყვანა საქართველოში სტუმრად. როგორც წერილებიდან ჩანს, საქართველოს ლიტერატურული სამყარო ამ ვიზიტისათვის ყოველმხრივ მზად იყო და ვიზიტის პროგრამაც კი ჰქონდათ მზად. ევროპელი მწერლის მოსახიბლად გრიგოლ რობაქიძე საქართველოს ბუნების ამსახველ ფოტოებსაც კი უგზავნიდა. სამწუხაროდ, შტეფან ცვაიგი არასოდეს ჩამოსულა საქართველოში.

წერილებში ასევე კარგად ჩანს, რას ფიქრობს რობაქიძე საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს დაპყრობაზე. გველის პერანგშიც საკმაოდ სიმბოლურადაა დაშიფრული რობაქიძის უდიდესი სურვილი, საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი. მთავარ პერსონაჟს არჩიბალდ მეკეშს ჰყავს რუსი საყვარელი ქალი. როდესაც არჩიბალდი ქართველ გოგოს გაიცნობს, ნელ-ნელა იწყებს ფესვების გახსენებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსი საყვარელი თავს მოიკლავს, არჩიბალდ მეკეშის არჩილ მაყაშვილად გარდაქმნა იწყება. რუსის ჩამოშორების შემდეგ ხდება შესაძლებელი გაიხსენოს თავისი ნამდვილი წარმომავლობა და დაუბრუნდეს სამშობლოს.

თუ გსურთ, გრიგოლ რობაქიძეზე უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეთ, გაიგოთ, რა ხდებოდა მის თავს, რას განიცდიდა, რაზე საუბრობდნენ მეგობრულად ის და შტეფან ცვაიგი, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. დარწმუნებული ვარ, ჩემს მსგავსად თქვენც მოგინდებათ, ამ წიგნის შემდეგ გველის პერანგის კიდევ ერთხელ გადაკითხვა.

პ.ს.
არტანუჯის გამომცემლობას ცალკე ეკუთვნის უდიდესი მადლობა, რომ გრიგოლ რობაქიძე დაუბრუნა ქართველ მკითხველს. ქართულად ითარგმნა მწერლის გერმანიაში გამოცემული წიგნები. უცნობი გრიგოლ რობაქიძე 14 წიგნისაგან შემდგარი სერიაა, რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხოთ.

დასურათებული რევიუს წასაკითხად გვეწვიეთ ბლოგზე:
https://minilibraryblog.wordpress.com...
ასევე შეგიძლიათ, მოიწონოთ ჩვენი facebook ფეიჯიც:
https://www.facebook.com/minilibraryb...
Profile Image for Mariam Svimonishvili.
5 reviews
January 5, 2024
საინტერესოა.
კარგი იქნებოდა, ფუფუნება გვქონდეს იმისაც, რომ თავად შტეფან ცვაიგის მიერ რობაქიძისადმი მიწერილ წერილებსაც ვეცნობოდეთ, მაგრამ რობაქიძის არქივის ნაწილი, სამწუხაროდ, დაკარგულია.
Profile Image for Torsten.
277 reviews12 followers
November 22, 2017
რობაქიძის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ასეთივეა ჩემი მიმართებაც მის მიმართ. მახსოვს , როგორ მომწონდა თინეიჯერობის ასაკში. ვახტანგ იმნაიშვილი მეუბნებოდა ხოლმე აბიტურიენტობისას, მთლად ის არაა, როგორიც ჩანს და როგორადაც სურს თავის წარმოჩენაო. წლები გავიდა და ვეთანხმები. ხშირად მისი გადაპრანჭული სტილის მიღმა სიცარიელე იმალება, სიტყვები სიტყვებისთვის... ( შემთხვევითი არაა, რომ რობაქიძეს მოსწონს პოეტის ხატი, როგორც სიტყვით შემლოცველისა). ასევე, სრულიად უცხო გახდა ჩემთვის მისი მითოსურ-მისტიკური ლტოლვები , საუბრები "რასსაზე", თუნდაც სულ "სხვა ჭრილში", წიგნები "ჰიტლერი" და "მუსოლინი", თუნდაც, ასევე , "სულ სხვა ჭრილში დანახული". ამის მიუხედავად, "გველის პერანგი" ჩემთვის დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ რომანად რჩება. ამ წერილების წაკითხვა კი მიბრუნება იყო რობაქიძესთან დიდი ხნის შემდეგ. სასიამოვნოა, რომ ეს მიბრუნება საინტერესო აღმოჩნდა. მიუხედავად ნიცშეს ზეკაცის და მარადიული დაბრუნების იდეების ვერ თუ არ-გაგებისა, რობაქიძე უაღრესად მართებულ და საინტერესო გაგებას გვთავაზობს ნიცშესი და დოსტოევსკისა. მოკლედ, რობაქიძით დაინტერესებულ პირებს ხომ გირჩევთ და გირჩევთ და არც სხვებისთვის იქნება ურიგო წასაკითხი.
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.