ძალიან კარგი წიგნი, ძალიან მაგარ მსახიობზე, ჯერ მარტო რამხელა ისტორიაა ჩატეული ამ წიგნში, როგორი ძვირფასი მოგონებები ქართული კინოსა და ქართული ხელოვნების ისტორიისა, მე წავახალისებდი ავტობიოგრაფიულ ჟანრს საქრათველოში განსაკუთრებით, რამეთუ გამოცდილება, ეს ის არის რაც გვაიძულებს მსგავს ორმოში არ ჩავარდეთ, როგორც ეს ჩვენემდელს დაემართა. (მერაბ ნინიძეს არ ვგულისხმობ)
საოცრად თავდაბალი, თბილი და კეთილი ადამიანის მოგონებებია, სტუდენტობაზე, მშობლებზე და ნატურალურ ცხოვრებაზე. არადა მერაბს თურმე არ ურჩევდნენ მსახიობობას, რთულიაო!!! ვინ გაიმარჯვა? მერაბის პიროვნულმა ზრახვამ გამხდარიყო ის, რაც მას სურდა!!! და არა ის რაც მშობლებს სურთ.
წიგნი იწყება ასე "თხილის ნაჭუჭშიც რომ გამომამწყვდიონ, ჩემი თავი დაუსრულებელი სივრცეების მფლობელი მეგონება" მიხვდით? მერაბ ნინიძის სამყარო როგორი მდიდარია? შეუპოვარი? თითქოს ქართული ფილმის სტუდია თავისი არსებობის ბოლო დღეებს ითვლიდა, როდესაც ბატონი მერაბი გაემგზავრა საზღვარგარეთ, ოქროს კოშკების საძიებლად, აქედან ბევრს არ მოვყვები, უბრალოდ ახალგარზდებო, ღირს ასეთი წიგნების კითხვა, რამეთუ ეს არ არის არც რომანი, არც ფენტეზი და არც ჰორორი, ეს ნამდვილი ადამიანის ნამდვილი ცხოვრებაა!!!
სათაურიც რა კაია, "მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე". იმედია თქვენ თქვენი პროფესიის არჩევისას იპოვით თქვენ სათაურს და დაწერთ "მთავარია X არ გამოვიდე"
პირველი ვარ ვინც რევიუ დაწერა... ჰეი ხალხო, ასეთი წიგნების სიმცირე გვაქვს, მკითხველშიც და მწერლებშიც. გაააქტიურდით, აშმალახა აშმალახა !!!