საფალავნო-სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოები, რომლითაც დაიწყო საერო ნაკადი ქართულ მწერლობაში და საფუძველი ჩაეყარა ქართულ საგმირო-სარაინდო რომანს. სავარაუდოდ, შექმნილი უნდა იყოს XI-XII საუკუნეების მიჯნაზე. მისი ავტორობა, „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, მიეწერება მოსე ხონელს, რომელიც, გადმოცემით, იმერეთის დაბა ხონის მკვიდრი და თამარ მეფის მდივან-მწიგნობარი ყოფილა. „ამირანდარეჯანიანი“ მოგვითხრობს სხვადასხვა სახელოვანი გმირის ამბავს, რომელთა თავგადასავალთა თხრობა ერთმანეთთან არაა კავშირში. მთავარი პერსონაჟია ამირან დარეჯანისძე. „ამირანდარეჯანიანის“ ერთ-ერთ ძირითად წყაროდ ხალხური „მირანიანი“ მიიჩნევა.
ძალიან ერთფეროვანი, არასაინტერესო, უინტრიგო და უსაფუძვლოდ გაწელილი რამეა. პერსონაჟები ყველა რეგვენი და ერთფეროვანი, ელემენტარულ ქმედებებში მოტივაციას სრულიად მოკლებულნი არიან, ისტორიები ფაქტიურად ერთიდაიგივე, ენა უმარტივესი, იდეა - 0.
ამირანდარეჯანიანის ერთადერთი ღირსება ისაა, რომ XI საუკუნეში ამდენი სიტყვა ვიღაცამ არ დაიზარა დაწერა.