Jump to ratings and reviews
Rate this book

კარი გამიღე

Rate this book
თქვენ წინაშეა ტექსტების კრებული, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა ცხოვრებაზე თანამედროვე ქართველ მწერალთა მხატვრულ რეფლექსიას წარმოადგენს. ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ ინიციატივით, ცხრა ქართველი მწერალი ტექსტებზე მუშაობის პროცესში შეხვდა ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ინფექციონისტებს, ადამიანის უფლებების დამცველებს და ადამიანებს, რომლებიც სამედიცინო ჩანაწერებში მოიხსენიებიან აივ-დადებითად, აუტისტ, წამალდამოკიდებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად... მათგან მოისმინა, რაოდენ რთულია იცხოვრო ასეთი დიაგნოზით, სტიგმით, რომელიც ამ დიაგნოზებს ახლავს თან, როგორია, იცხოვრო ქვეყანაში, სადაც მოკლებული ხარ ყოველგვარ შესაძლებლობას, იცხოვრო, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. საქართველოში, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ვერც მედიამ მოიცალა სათანადოდ, ვერც ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უპირატესად პოლიტიკური უფლებების დაცვისთვის იბრძვიან, ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მზერის მიპყრობა ასეთ ადამიანებზე, მათ სირთულეებზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს წიგნიც. წაიკითხეთ და გაეცანით, თუ როგორ ხედავენ თანამედროვე ქართველი მწერლები ადამიანებს, რომლებსაც ზოგი ვერც კი ხედავს და შეეცადეთ კარი გაუღოთ მათ.

128 pages, ebook

Published January 1, 2013

1 person is currently reading
20 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (28%)
4 stars
0 (0%)
3 stars
4 (57%)
2 stars
0 (0%)
1 star
1 (14%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
March 1, 2016
მოთხრობა-ჩანახატების უმრავლესობა ვერ აღმოჩნდა მაინცდამაინც ჭიშკრების-მლეწველი... ტურაშვილის საერთოდაც - wtf! აღარ დამთავრდა მისთვის 90-იანები? ზოგი კარგია (მორჩილაძე, ბუღაძე, გაბუნია, ტეფნაძეც), ზოგიც საშუალოდ. შეიძლება იმის ბრალია, რომ თემატიკიდან და ქართული ლიტერატურის კვალობაზე ავტორების ვარსკვლავური შემადგენლობიდან გამომდინარე, რაღაც სუპერ-მოლოდინები მქონდა (ისევ - ქართული თანამედროვე მწერლობის გათვალისწინებით).

... მაგრამ მაინც, მთავარი პლჲუსი ამ წიგნის არსებობაა. და "კამარაც" ძალიან კარგ საქმეს აკეთებს.
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.