ნინო ნაკაშიძის ამ კრებულში შესული მოთხრობები: „მახობელა“, „ამაყი ყვავილი“, „თიკანი ბაკიბუკი“, „ბავშვები და ბეღურები“, „ბოჩოლა“, „მათია და ნიკო“, „შიოს სტუმრები“, „სპილოს წერილი პატარა ცელქებს“, „თუთიყუში ჟაკო“ და სხვ. ძალიან საინტერესო და სახალისო საკითხავია.
ეს მოთხრობები მაღალმხატვრულობის გარდა აღმზრდელობითი შინაარსითაც გამოირჩევა და ბავშვებს სიყვარულს, სიკეთეს, მშობლების პატივისცემას, მეგობრებისადმი ერთგულებას შთააგონებს.
ნინო ნაკაშიძე მე-20 საუკუნის გამოჩენილი მწერალია, რომელმაც უდიდესი ამაგი დასდო ქართული საბავშვო მწერლობის განვითარებას. იგი გახლდათ პირველი ქართული საბავშვო თეატრის, აგრეთვე პოპულარული საბავშვო ჟურნალის, „ნაკადულის“ დამაარსებელი და წლების განმავლობაში მისი რედაქტორი.