მსგავსია იაკობ გოგებაშვილის "საღვთო ისტორიისა". არის განსხვავებებიც, რა თქმა უნდა. მაგალითად, ამ წიგნში არ არის ახალი აღთქმის ნაწილი, მაგრამ არის დამატებითი თავები წველი აღთქმიდან, რაც გოგებაშვილს არ აქვს. კარგი იქნებოდა ეს მართლაც საწელმძღვანელოდ ყოფილიყო სკოლებში, რელიგიის საგნისა, მაგრამ არაა ეს საგანი. რელიგიას არ ასწავლიან სკოლებში. დიდი ხნის წინ გააუქმეს. დაბრუნდება დრო და რელიგიის საგანიც გამოჩნდება სკოლის საგნებში.
საინტერესო საკითხავია. ავტორის შენიშვნებიც საინტერესოა. რატომღაც ვიფიქრე, რომ უფრო ანალიზი იქნებოდა ბიბლიური მოთხრობებისა. მარჯანიშვილზე ვიყიდე, ძველმან წიგნებში იდო, ერთ ლარად. წიგნში იდო თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მიერ დირექტორის სახელზე 1996 წელს დაწერილი განცხადება გაკვეთილებიდან გათავისუფლების თხოვნის შესახებ. გზაში ვკითხულობ და სამწუხაროდ დამეკარგა. აღარც მოსწავლის სახელი მახსოვს. არადა მიყვარს ასეთი ძველი ნაწერების აღმოჩენა ხანდახან.
სოროსის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის უჩუქებიათ თურმე... არ ვიცოდი ბაპტისტური წიგნი თუ მქონდა წაკითხული :).
მაგრამ, ეხლა რომ იხსენებ, ვერანაირ სხვაობას ვერ ვამჩნევ მართმადიდებლური ვერსიებისგან, შეიძლება მხოლოდ წერის ცოტა თავისუფალი ტონი (მაგრამ ბავშვების წიგნია როა, მაგის ბრალია ალბათ) და ასევე მკითხველზე უფრო ორინტირებულობა და ინტერაქტივი (კითხვები მოთხრობების ბოლოს). ეს ალბათ კარგია...