ნიკა კედია ერთი ჩვეულებრივი თბილისელი მექალთანე ბიჭია, რომელშიც შეიძლება ბევრმა საკუთარი თავი ან მეგობარიც ამოიცნოს. „ყველა ქალი ჩემია მის ისტორიას მოგვითხრობს. ეს არის წიგნი ქართველი დონ ჟუანის შესახებ – თითქოსდა არაფრით გამორჩეული ისტორია, გზა ბავშვური გატაცებიდან ნამდვილ სიყვარულამდე.