ელენე ახვლედიანი – ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ახვლედიანის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თეატრალურ მხატვრობას. მის მიერ გაფორმებულმა სპექტაკლებმა საფუძველი დაუდეს ქართული თეატრალური მხატვრობის განვითარების ახალ ეტაპს.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტეის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, შემდგომ ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.
მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მიმართულების უფროს კონსერვატორად, არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.