მესამე ნაპირი“ უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ჩვენგან; სამყარო, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების, მიტოვებული სკვერებისა და პარკების, ქალაქის ყველაზე შავბნელი ადგილების „ბატონ-პატრონნი“, მაწანწალები, უსახლკარონი ‒ ათასი ჯურის ხალხი ცხოვრობს ‒საზოგადოებისთვის მიუღებელი, მისგან გარიყული, ხშირად საკუთარი ნებით განაპირებული. ეს არის მდუღარე, ველური, შლეგი ნაპირი, დიდი სიბინძურით, დაცემულობით, ბოროტებით, ცოდვით და ამავე დროს პირველქმნილი უბიწოებით, დიდი სიფაქიზით, აღმაფრენით, შემოქმედთან არნახული სიახლოვით და უწმინდესი ღირებულებ ებით. რომანს აქვს ყველა ნიშანი და ღირსება, თანამედროვე „მრავლისმნახველი“ მკითხველის გაოცება რომ შეძლოს; ესაა სიღრმე, დინამიკურობა, აქტუალურობა, ცოცხალი სიუჟეტი, თუმცა ზემოქმედების უპირველესი იარაღი, ამ შემთხვევაში, მთხრობელის ოსტატობა, გულწრფელობა და თემის სიახლეა. „მესამე ნაპირი“ მოულოდნელობით გაგაოცებთ, ჩაგაფიქრებთ, გაცინებთ, დაგასევდიანებთ, სხვანაირად დაგანახვებთ საზოგადოებას და საკუთარ თავსაც
მოულოდნელად კარგი წიგნი გამოდგა. მოულოდნელად იმიტომ, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ვერ დაიკვეხნის უთვალავი საინტერესო ავტორით და ვინც ასეთია, თითქოს მასზე ბევრი რამ უნდა გსმენოდეს, თუ უკვე ისედაც არ იცნობ მის შემოქმედებას. აი, ამ წიგნზე კი გამოსვლის პერიოდში აქა-იქ ექოდ გაისმა ქება, მაგრამ მერე აღარაფერი. თუმცა რა მიკვირს, მეც რომ ვიყიდე თავის დროზე, შემოვდე თაროზე და წლების მერე გადავშალე მხოლოდ, ოთახის თბილმა ტემპერატურამ გაცრეცილი ფურცლები რომ გაუყვითლა. ალბათ, ასეც სჯობდა: ვინ იცის, იქნებ კიდევ უფრო ღლაპს ვერაფერი გამეგო ლუკა ბაქანიძის ამ უნიკალური სამყაროსი. ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ხმა აქვს ამ ავტორს. ყველაფერს რომ თავი დავანებო, უზომოდ გულწრფელი და გულახდილია მისი ყველა სიტყვა, რაც არა მარტო ლიტერატურაში, მთელ სამყაროში ყველაზე ძვირფასი და დასაფასებელია რამეა, ალბათ. აი, რამდენად უშუალოდ ესაუბრება მწერალი მკითხველს იმის დასტურად, რომ რამის დამალვას, თავის მოწონებას არც კი ფიქრობს: "ბინდბუნდი ეძახე შენ და მართლა ბინდბუნდია, გადავყრივარ ადრე ამ სიტყვას და ახლა გამიხარდა, მეც რომ მომიწია თქმამ..." ძალიან რომ არ გავუტიო, თუ რამეს შეიძლება შევადარო ეს რომანი, მაშინ მას შეიძლება ვუწოდოთ ქართული "ჩხერკეთელაობა" (Trainspotting).
"ზუსტად ასე მიყვარს გაღვიძება:თვალს რომ გაახელ და ერთხანს აზრზე არა ხარ სად იმყოფები...სწორედ ამისთვის , ასეთი გაღვიძებისთვის ვცხოვრობ ისე,როგორც ვცხოვრობ და მარტო მე კი არა–ჩვენ ყველა, ჩემინები." დიდი ხანი ვუტრიალე ამ წიგნს შორიდან ვერ გადამეწყვიტა ღირდა თუ არა წაკითხვად (თან თუ ერთი გვერდი მაინც წავიკითხე, მერე მიჭირს წიგნის მიტოვება) თავიდან მექანიკურის უნიჭო ასლს გავდა. მერე ისევ ეს გადაღეჭილი ნარკომანიია და 90 იანების თემა, რომელიც ქართული პროზის ინსპირაციის უშრეტი წყაროა : ) მაგრამ მერე ისეთები შემოიყვანა ჩვენმა "ძმაილანდერმა" ჯიოლენდამ რომ ყველა ემოცა ერთად მოიტანა. გაუცხოვება სამყაროსთან , რაღაცნაირი "ნეხვატკის" შეგრძნება ..დაღამდე დღე და მეთქი სულ ეს არის ?? ძალიან ნაცნობი განცდა. საინტერესოა როგორ აღიქვამს მთავარი პერსონჟი სამყროს, მისთვის ყელაფერი მნიშველოვანია რასაც თავის გზაზე ხვდება გაღმა თუ გამოღმა .. ყველაფერს გულისგულში ისვამს და მთელი არსით შეიგრძნობს. "ხვდება რომ არ არის სამყაროში არაფერი უცხო,თუ არამინმა არ გაიუცხოვა და არ გარიყაო თავად...ჰოდა მაგოტომაც არის ,რომ აეგრე ხელგაშლილი მოდის და არ ტოვებო მისხალს , ფილტვების დასკდომამდე სუნთქავს, იმენა ჭამსო ცხოვრებას.." ეს წიგნი კიდევ ერთხელ დაფვაფიქრებს ყველაფერზე რაც ცხოვრებაში გაგვიკეთებია და რისთვისაც მიგვიღწევია.. აქვს კი რეალურად რაიმე ღირებულება კეთილმოწყობილ სახლს , უზრუნველ ცხოვრებას და პერსპექტიულ მომავალს თუ სინამდვილეში ყველაფერ იმას გვერდს აუვლით რასაც სისხლსავსე ცხოვრება ქვია?? " ჯიოენდმა ეს ცხოვრება ფეხზე დაიკიდა და ბედნიერება სადგაც მიყრუებულ კარუსელზე, ძვირფას ადამინებთან ერთად იპოვა. წიგნი საოცარი იუმორითა და სიტყვების თამაშით არის დაწერილი და რაც მთავარია არც ერთი გრამი სიყალბე არ იგრძნობა, თითქოს ცხადად ხედავ ოდნავ მოხრილ გამხდარ ტიპს რომელიც ათავის ჟარგონულ ენაზე გიყვება ამბავს, რომელიც ამავდროულად მითოლოგიური და ფილოსოფიური გადახრებითაა სავსე , უსმენ, ის კი გიყვება ამბავს თავის მესამე ნაპირზე .. :)
მაგარი და უცნაური წიგნი. მაღალი ოსტატობით გავლილი რთული გზა, ამ ბილიკზე ნაბიჯი იქით უხმასობაა, ნაბიჯი აქეთ ეპატაჟი, ეს წიგნი კი ნამდვილი ლიტერატურაა. ისეთი წიგნია, რომელსაც შეუძლია ჯერ კიდევ დაუღვინებლი ადამიანი სახლიდან ქუჩაში გაიყვანოს საცხოვრებლად, მაგრამ იქაც ადამიანობას და სიმართლეს გააყოლებს საგზლად.
ეხლა დავამთავრე და ისევ უნდა დავიწყო თავიდან. .. ვაუ! სულ სხვა რამეა, სულ ახალი, სხვანაირი, ბეგბედერის ნაირი ცოტა, მაგრამ უკეთესი. ვინმე რომ გამოჩნდებოდეს, ეს რომ თარგმნოს და გაიტანოს, ბესტსელერია... კიდევ უნდა წავიკითხო ჩქარა! მაგრათ მოაქ, ბლინ!....
ერთი შეხედვით ნარკოტიკისა და ნარკომანების თემაზე დაწერილ მორიგ ქართულ სისულელედ შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ყველაფერი გადაჭარბებულისა და ფორმადაკარგულის დიდი შარჟი, სადაც მთავარი გმირის სახით ავტორი ეკაიფება ყველას და ყველაფერს, უპირველესად კი - საკუთარ თავს და საბოლოოდ სწორი დასკვნა ამ წიგნიდან ასე უნდა გამოიტანო - არაფერი შეგრჩება ადამიანური ურთიერთობების, ნამდვილი, ფერადი, მძაფრი გრძნობების გარდა, რომელსაც შენს ნაცვლად ვერავინ განიცდის.
ეს არ არის ამბავი მხოლოდ თბილისის ფსკერსა და მასში ჩაძირულ ხალხზე. კიდევ იმაზეა, რომ შეიძლება მესამე ნაპირზე ცხოვრება ნებაყოფლობით აირჩიო, იმიტომ რომ "ზუსტად ასე გიყვარს გაღვიძება:თვალს რომ გაახელ და ერთხანს აზრზე არა ხარ სად იმყოფები...სწორედ ამისთვის , ასეთი გაღვიძებისთვის ცხოვრობ ისე,როგორც ცხოვრობ"... ისვრები ჭაობში, მაგრამ მაინც არ კარგავ ერთგვარ შინაგან სისუფთავეს, იუმორს.
ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ლაღი წერის მანერითა და საკმაოდ კარგი ტვისტების მქონე სიუჟეტით. არ მქონდა დიდი მოლოდინი და მიხარია, რომ მიუხედავად ამისა, მაინც წავიკითხე და ძალიანაც ვისიამოვნე.
თანამედროვე და თანაც, ქუჩური ლექსიკით სავსე წიგნი რით უნდა მოგეწონოს, ხომ? იწყებ კითხვას და ეჭვის თვალით უყურებ ყოველ მომდევნო ამბავს, რომელიც ამ ტიპს, ჯიოლენდს შემოჰყავს. დიდი ნაწილი კითხვას მალევე ანებებს თავს, მაგრამ მხოლოდ "ბრძენნი" რჩებიან, ვინც აგრძელებს და ხვდება, რომ მის თავს რაღაც ხდება. ეს ჯიო, ჯიოლენდი, მართალი და ჯიგარი კაცი ისეთ ამბებს გიყვება, ისე გულწრფელად და მართლად, რომ ხვდები, ამ წიგნს გულგრილად ვეღარასდროს შეხედავ. მეტიც, გინდა, რომ კვლავ და კვლავ წაიკითხო, ბევრჯერ მიუბრუნდე, თავიდან გამოსცადო ყველა თავგადასავალი. იცინო, როცა კარუსელის "კამანდა" კარგადაა, ხოლო როცა უჭირთ, შიშითა და შფოთით ელოდო, როდის მორჩება განსაცდელი. წიგნი უზომო ღირებულების მატარებელია. სტრიქონებს შორის იმალება აზრები, რომლებიც გაყვარებს ამ წიგნის პერსონაჟებს, გაფიქრებს ბევრ ისეთ რამეზე, რაზეც მანამდე არ დაფიქრებულხარ. მოკლედ და გრძლად, ძმებოგრიმებო, ეს წიგნი ნაღდი ადამიანების გულში აუცილებლად დაიკავებს დიდ ადგილს და დამსახურებულადაც. პირადად მე, მიხარია, რომ "მესამე ნაპირი" ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა.