2024 წლის 26 მარტი ქართული ფეხბურთისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა. დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ამ უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ მთელი ქვეყანა თითქოს ერთ გუნდად შეკრა და დიდ-პატარა ფეხბურთის თაყვანისმცემლად აქცია.
ჟურნალისტისა და ბლოგერის, არმაზ ახვლედიანის ეს წიგნი სწორედ ამ ისტორიული, „ევრო 2024“-ის დღიურია. თუმცა „ცოცხალი კედელი“ არ არის მხოლოდ კონკრეტული ევროტურნირის ყოველდღიურობის აღწერა, არამედ პირადი მოგონებებითა და გამოცდილებით შეზავებული ამბავი, რომელიც თავიდან ბოლომდე ფეხბურთთანაა გადაჯაჭვული. წიგნში თავმოყრილი მოგონებები ხელახლა გვაზიარებს პირველ ისტორიულ გამოცდილებას – როგორია, იყო საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ევროპის ჩემპიონატზე.
რა რთული ყოფილა ძმაკაცის წიგნზე რამის დაწერა. მით უმეტეს, ცოტა ხნის წინ რომ ჩაიკითხე ბოლო გვერდი და გუდრიდსზე შემოვარდი ეგრევე, მარტო იმიტომ, რომ გინდა პირველივე წინადადებაშივე ახსენო, იმ ბიჭის ძმაკაცი ხარ, ასეთ წიგნებს რომ წერს.
26 მარტს საბერძნეთს რომ მოვუგეთ და მეორე დღესვე ნახევარმა საქართველომ თამაშების ბილეთებზე დაიწყო ჩალიჩი, ვიზეარის ფასები ლამის ემირეიტსის ფასებს რომ გაუთანაბრდა და ქვეყანაში ერთი ვაი-ვიში ატყდა, აი მანდ დავყარე ფარ-ხმალი. არადა იმ კაცის წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, ვის გამოც ბოლო წლებია ინერციით ვუყურებ ფეხბურთს (აგე, შეაგდო ახლა, ეგეც 963). ჯეკპოტი იყო რა - შენი ქვეყნის ნაკრები სადებიუტო ევროზე, თანაც შენი საყვარელი ფეხბურთელის წინააღმდეგ. ეგ არ გამოვიდა, მაგრამ თუ რამე დანაკლისი მქონდა, ეგ დანაკლისი ამ წიგნმა შემივსო. მერე კიდევ, ჩემი წაუსვლელობა რა მოსატანია, აგერ ეს კაცი არ მიდიოდა, მე რა მინდა იქ, ოპერატორი გაუშვითო. ლუბეცკის აგზავნიდი, შეჩემა?
ძალიან რომ არ გადავვარდე პათეტიკაში (არადა ხელები გამირბის), ერთს ვიტყვი - არ მეგულება სხვა ადამიანი, ვისაც წერა ასე ძალიან უყვარს და რაც მთავარია, გამოსდის. და რაც ყველაზე მთავარია, ამით კაიფობს. ხოდა, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს ჟურნალისტის და ფეხბურთის გულშემატკივრის მიერ დაწერილი წიგნია, ძნელია ვერ შეამჩნიო, რომ ეს წიგნი პირველ რიგში მწერლის მიერაა დაწერილი.
მახსოვს, 2024-ში როგორ გაგვაერთიანა ფეხბურთმა მთელი ქვეყანა. მერე იმ ჩათლახებმა იმდენი ქნეს, რომ დღეს ნაკრების თამაშებზე ბილეთებიც კი რჩება გასაყიდი. მაგრამ ეს წიგნი მაინც ყველას წასაკითხია, განურჩევლად იმისა, გიყვარს თუ არა ფეხბურთი. თუნდაც იმ პერიოდის ტკბილად მოსაგონებლად, როცა ყველანი ერთ მუშტად ვიყავით შეკრული.
წლებია, ჩემი ყველა ფავორიტი სპორტული სტატიის ავტორი ახვლედიანია. ესეც, უმაგრესი რამ იყო, ნოსტალგიური. მე მიყვარს ფეხბურთი და ლიტერატურა და ამ ორის ძალიან კარგი და ახლო კომბინაცია იყო “ცოცხალი კედელი”.