რეალურსა და ირეალურს შორის გავლებულმა ზღვარმა ტყე ორად გაჰყო. ორივე ნაწილი მსგავსი სახელის სოფელს - თხილიანს ესაზღვრება. დროდადრო ტყე ორივე თხილიანში უჩინარდება, თითქოს სადღაც რაღაცის სანახავად მიდის, ან იზრდება, თითქოს მას ესტუმრებიან ხოლმე. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამიტომ დაარქვეს ტყეს უჩვეულო სახელი - "მიდის სანახავად". რა მოხდება, თუ ტყე სამყაროთა შორის მოგზაურობისას მგზავრებსაც გაიყოლებს? როგორ შეიცვლება ნებისმიერი არსება თუ საგანი რეალურიდან ირეალურში გადასვლისას, მით უმეტეს, რომ იქ ცნობილი ზღაპრების გაგრძელებებში ამოჰყოფენ თავს.
Natalie Davitashvili born 3 July, 1964 Natalie is a writer of fantasy fiction. Her first book, ‘The Story of Lile Iroeli’, was published in 2007. In the following year she won first prize in the ‘Golden Feather’ competition for unpublished works of children’s literature with ‘When the Winged Lions Return’, which was published in 2009. In 2011 her third book ‘In the Mist and beyond the Mist’ was published and it won the Tbilisi City Assembly Gala Literary Prize. Next book “Four Lands and Four Pillars” was published in 2012. In 2015 was published her Seventh book “Aia's Way”. Natalia has created her own unique world. The stories of all four published books unfold within this world which, as a main rule of the fantasy genre, has a strong logic and a firm structure.
მშვენიერი ზღაპარია, განსაკუთრებით კი ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვებისთვის კარგად ნაცნობ გმირებთან ერთად (როგორებიც არიან ხუთკუნჭულა, ნაცარქექია, დევები, ჭინკები, გველეშაპი, უფლისწული და მეფის ასული და სხვები) თანამედროვე პერსონაჟებიც უხვად არიან - მაგალითად, უძლეველი მამარდა, რომელიც ნასროლ ქვებს ჰაერში იჭერს და ტყის მიღმიერ სამყაროში ცხოვრობს. და ტყეს რა ჰქვია? "მიდის სანახავად" :)))