ქართულ-შვედური პროექტის ფარგლებში შექმნილი ”კოლოფი” ერთი პატარა გოგონას ამბავს გვიამბობს, რომელიც მშობლებთან ერთად ერთი დიდი ქალაქიდან სხვა ქვეყანაში, ზღვისპირა ქალაქში გადადის საცხოვრებლად. მათი ახალი სახლი დიდია და ლამაზი. გოგონას ქალაქიც ძალიან მოსწონს, სახლიც და ზღვაც. ერთ დღესაც ის ეზოში პატარა კოლოფს იპოვის და მთელი ოჯახი ბევრ რამეს მიხვდება...