დაუჯერებელია, მაგრამ ირემმა გამზარდა. დიახ, ობოლი ბიჭი კოჭლმა ირემმა მიშვილა, ძუძუს მაწოვებდა და ჩემზე ზრუნავდა. ხალხმა ირმისა შემარქვა. რომ წამოვიზარდე, ტყეში მონადირეს დავუძმობილდი, გადავწყვიტეთ ქვეყნად ავი სულები მოგვესპო, ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, მაგრამ განა იოლია სიკეთის კეთება?!
ხან რა გადაგვხდა და ხან – რა. ერთგულად, მხარდამხარ ვუმკლავდებოდით სიძნელეებს. ოო, სიძნელეები კი არა და არ ილეოდა, ერთს მეორე მოჰყვებოდა, მეორეს – მესამე... კუდიანი დედაკაცი, კაჟანდევი, გველეშაპი – ვინ არ შეგვებრძოლა, მაგრამ ერთმანეთისა და მეგობარი ფასკუნჯის იმედად ხელი არ ავიღეთ ჩვენს მიზანზე.
What a wonderful book I found in the cute Tbilisi Grandpa Shaqro Books bookshop! It's a great story about a brave boy who has numerous adventures in the style of Greek myths and wins at the end. The artwork is beautiful! It's a great addition to my awesome and HUGE collection of books whose languages I don't speak :-)))