Jump to ratings and reviews
Rate this book

„აუტანელი“ ქალები / აუტანელი კაცები

Rate this book
ამ წიგნში თავმოყრილია სოფიო შამანიდის კვლევები, რომლებშიც ავტორი ანტიკური პერსონაჟების ლიტერატურულ სახეცვლილებებს განიხილავს.

„აუტანელი ქალები“ და „აუტანელი კაცები“ რამდენიმე გამორჩეულ ანტიკურ პერსონაჟს (მათ შორის, მედეას, კლიტემნესტრას, ელენეს, აგამემნონს, ოდისევსს და ა.შ.) თავიანთ პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით წარმოაჩენს და ასევე გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში ამ პერსონაჟების მიმართ სხვა ავტორთა თუ კრიტიკოსთა დამოკიდებულება.

ავტორმა ფილოლოგიური ტექსტები ისეთი სახით წარმოგვიდგინა, რომ წიგნი საინტერესო საკითხავია არა მხოლოდ ფილოლოგებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ქალისა და კაცის ლიტერატურული ურთიერთობები აინტერესებს.

246 pages, Paperback

Published January 1, 2024

1 person is currently reading
6 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
6 (42%)
3 stars
7 (50%)
2 stars
1 (7%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for nemesssis.
126 reviews4 followers
September 12, 2024
,,მათ არ ვუცქერდი, არც მათ ყიჟინს ვუსმენდი; მე ზევით, გალავანზე, მოკვდავებზე მაღლა, ჰაეროვანი, ხორციელი, არ ვეკუთვნოდი არავის, არც არავინ მჭირდებოდა, თითქოს ვიყავი თავად ეროსი - თავისუფალი სიკვდილისა და დროის შიშისგან. ერთი თეთრი ყვავილი თმებს მიმკობდა, ერთი - მკერდს და ერთიც ბაგეებით მეჭირა, რომ დამეფარა ღიმილი თავისუფლებისა… ყვავილები გალავნიდან ვისროლე… და მაშინ კაცები, გალავანს გარედან და შიგნიდან, მტერნი და მოყვასნი, ეცნენ ერთი მეორეს, რათა დაეჭირათ ის ყვავილები და ჩემთვის ებოძათ…”

უყვართ ადამიანებს ადამიანების გავილანიზება, მათი ამორალური ხატების შექმნა და ამ ხატებისთვის მიწერა ავბედითი მიზეზშედეგობრივობისა, ეგაა ადამიანის ეგოისტური ბუნების ყველაზე თვალსაჩინო გამოძახილი - კოლექტიური სიძულვილი, ოღონდ რამეს დააბრალო, ოღონდ შინაგანი კონფლიქტი ჩააცხრო, მერე რა, რომ სუბიექტურად აფასებ მეორე მხარეს მდგომებს. უყვართ განსაუთრებით მამაკაცებს ქალების დასჯა იმისთვის, რასაც თვითონაც სჩადიან, ან ჩაიდენდნენ სურვილთან ერთად გამბედაობაც რომ ჰქონოდათ. ჰოდა, ამაზეა წიგნის პირველი ნაწილი, ანტიკელი ქალების სახეთა რეაბილიტაცისაზე, ლიტერატურული ისტორიის ემანსიპაციასა და იმაზე, როგორია პატრიარქალური სულისკვეთებისგან დაცლილი განსჯა ქალისა, რომლის მსგავსიც დღესაც კი სამსჯავროზე აჰყავთ, მიუხედავად დიდი ფემინისტური ტალღისა. არ ვიცი, ვერ შეიცვლება ვერასდროს ეს ამბავი, ასე მგონია, მაგრამ კარგი ისაა, რომ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ მედეაზე, ელექტრაზე, ელენეზე, კლიტემენსტრაზე, როგორც ადამიანებზე ადამიანური სურვილებით, როგორც განცდების და ადამიანურობის გამოვლინებებზე, როგორც სისხლსავსე შეცდომების სილამაზის აპოლოგიაზე და არა როგორც ცუდ ცოლზე, ცუდ დედაზე, მოღალატე ფსევდოპარტრიოტზე. ზემოთ ნაწყვეტი ელენეს სახის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, ალბათ ყველაზე ლამაზი, მერე მანდვეა კლინტემესტრა, რომელიც თურმე სულაც არ არის ისეთი ამორალური, სიქსტის დავიწყებაში ცოდვილად გადასარეცხი, როგორც გეგონათ და კიდევ არის მედეა, ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი და ლამის საკრალური ქართველი ქალი, რომელიც შვილის მკვლელი დედაცაა ზოგჯერ და შურისმაძიებელი ცოლიც, რისი ახსნა-გამართლებაც მერე, აკაკიდან მოყოლებული დღემდე, ბევრმა სცადა, ბევრმა შეცვალა. მედეას კომპლექსის შესწავლისას აღმოვაჩინე, რომ იაკობ ხუცესი ძალიანაც კარგად უნდა იცნობდეს მთელ ამ სოციო-ფსიქოლოგიურ ნარატივს იმდენად, რამდენადაც შეუძლებლად ჰგავს შუშანიკის იდეაფიქსი მედეას ნარატივს. (ღია ვარ დისკუსიისთვის).
ერთი პოპ სიმღერაა, რომელშიც ვხვდებით ფრაზას - the men start wars, yet Troy hates Helen - ხოდა, ამაზე კარგი შეჯამება ქალების ნაწილის მე არ ვიცი, ვერ დავამატებ უკეთესს.


კაცების ნაწილი ნაკლებად საინტერესო იყო, ოღონდ საერთოდ არ გამკვირვებია, მაგრამ ძალიან ინფორმატიული. ავტორმა თქვა, თუ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კაცები გაბრაზდებიან, მიზანი მიღწეულიაო და მე რომ უეჭველად ბევრ მამრს შევაპარებ ამ კვლევებს და მერე მათ mansplaining-ს მოვუსმენ, ეგ ზუსტად ვიცი. რავიცი, არ ვარ სექსისტი, უბრალოდ გაბრაზებული ქალების ხმაა ეს, არ შეიძლება სულ კაცი იყოს მართალი, აგერ, თვეებია ორი დამოუკიდებელი ადამიანის დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯების შედეგები მხოლოდ ჩემს
პიროვნებას შტამპავს, კაცები იოლად გადიან ფონს, ჰოდა, გავბრაზდები და არ შევწყვეტ გაბრაზებას, არ უნდა ხდებოდეს ასე, არ არიან ოდისევსი, აგამნენონი, აქილევსი უპირობო გმირები და ვაჟკაცობის ეტალონები. არავითარ შემთხვევაში.

ესაა, რაც მინდოდა მეთქვა.

ჰოდა, კაცთა უმეტესობისთვის საძულველი თეთრი გოგონა როგორც იტყოდა -

FUCK THE PATRIARCHY ⭐️
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.