კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანი ყოველთვის და ყველგან იტყუებოდა. თითოეული მათგანი არაერთხელ მოუტყუებიათ და თითოეულს არაერთხელ გვითქვამს ტყუილი. ვატყუებთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ნაცნობებსა და თანამშრომლებს, მტრებსა და მოშურნეებს; და ცხადია, ისინიც გამუდმებით გვატყუებენ. ზოგი ტყუილი კეთილი ზრახვებით არის ნაკარნახები, ზოგი – ზრდილობით, ზოგიც – ანგარებით. ტყუილი შეჭრილია საზოგადოებრივი ურთიერთობების ყოველ შრეში, საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანის თანმდევი ფენომენია. სწორედ ამ ფენომენის სხვადასხვა მხრიდან დანახვა არის წინამდებარე წიგნის მიზანი.
ივანე მინდძე არის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა გერმანული ენის პედაგოგად, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე თსუ-სა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტში (2003-2011), 2006-2014 წლებში ჩართული იყო რამდენიმე საერთაშორისო პროექტში და მუშაობდა განათლების ექსპერტად ყირღიზეთში (2006-2008), უკრაინასა (2008-2011) და კოსოვოში (2012). გარდა ამისა, 2012-2018 წლებში იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილე.. მისი კვლევით ინტერესებში შედის ფსიქოლინგვისტიკა, ენის ფილოსოფია, უცხოური ენის (გერმანულის) სწავლების დიდაქტიკა და მეთოდიკა, საგანმანათლებლო შეფასება და შეფასების სიტემები.