”თებერვალი” დოკუმენტურ ლიტერატურას წარმოადგენს და, მწერლის მიერ განცდილ, 1918-1821 წლების მოვლენებს ფაქტობრივი სიზუსტით ასახავს.
წარმოგვიდგენს რა პატრიოტების წინაშე დამდგარ დილემას - ან სამშობლოდან გადახვეწა ან საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეგუება - ავტორი ფაქტების ფლიქოლოგიური კუთხით დანახვის საშუალებასაც იძლევა. ეს წიგნი მეოცე საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისა და პროფესიონალი ისტორიკოსებისათვის ძვირფასი შენაძენი იქნება.
დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ჯვარისაში (დღეს - ტყიბულის მუნიციპალიტეტი). 1903 წელს, შვიდი წლის ასაკში, შეიყვანეს ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, რომლის დამატებითი კლასის გავლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვანის რაიონის სოფლებში – ტობანიერსა და საჩინოში. თექვსმეტი წლის ჭაბუკმა, 1912 წელს, ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" პირველად გამოაქვეყნა ლექსი "მთებში". შემდეგ პერიოდულად იბეჭდებოდა მისი მინიატურები და სტატიები.