"უბედური რუსი" ჭეშმარიტად სკანდალური ნაწარმოებია, რმელიც ძალიან ცოტას თუ აქვს წაკითხული. ალბათ ყველას გახსოვთ ლაშა ბუღაძის დაწერილ "პირველ რუსს" რა აჟიოტაჟი მოჰყვა. მწერალს დევნიდნენ და ა.შ. აი იმათ რომ ეს რომანი წაეკითხათ, ალბათ შალვა დადიანს მთაწმინდის პანთეონიდან ამოთხრიდნენ და სადმე ხეზე დაკიდებდნენ. :))
ამ, საუკუნის წინანდელ რომანში ძალადობის სცენებიცაა, გიორგი რუსის ჰომოსექსუალური მიდრეკილებებიც და რაც ყველაზე შოკისმომგვრელია, თამარის და მისი ბიძაშვილის, დემნას ტრფობაც. სწორე ამ ტრფობითაა ახსნილი გიორგი მეფის აღშფოთება და სისასტიკე დემნასადმი. თუ გავიხსენებთ ვეფხისტყაოსნის შინაარსს, ე ვერსია არცთუ ისე აფსურდული მოგვეჩვენება. თამარსაც ჰყავს დავარის ნაირი მკაცრი მამიდა რუსუდანი. რომანის მიხედვით, როცა მეფემ მისი ტრფობის შესახებ შეიტყო, თამარი მამიდას მიაბარა მისახედად, როგორც ნესტან-დარეჯანი მიაბარეს დავარს. არ მიკვირს, რომ ასეთი სკანდალური რომანი 2010 წლის შემდეგ აღარ დაუბეჭდავთ. ვის აქვს ორი თავი :)))
სკანდალი არც ავტორს ასცდა. ოღონდ მაშინდელი საზოგადოება ბიაშვილების შესაძლო სიყვარულს არ აღუშფოთებია. კომუნისტური ხელისუფლება იმან აღაშფოთა, რომ რუსეთი ეგეთი დაკნინებული ჰყავდა გამოყვანილი ავტორს. ნაწარმოები 1926-ში დაიბეჭდა და მოგვიანებით ავტორი აიძულეს სათაური "გიორგი რუსით" შეეცვალათ. როგორც ვიცი შინაარსიც გადააკეთებინეს. რუსულ თარგმანს საერთოდ "იური ბოგოლიუბი"ჰქვია. ვერაფერს ვუსაყვედურებ ავტორს. იმ რეპრესიების პირობებში, საერთოდ ასეთი შინაარსის რომანის დაწერა, უკვე გმირობა იყო. თუმრე პარტიას არც ის მოსწონდა, რომ რუსეთის "დადებითი ზეგავლენა" არსად არ იყო აღნიშნული. რომელ დადებით ზეგავლენაზეა საუბარი, როცა სქართველო რუსეთზე ბევრად აღმატებული იყო მეთორმეტე საუკუნეში. გინდა კულტურულად, გინდა სახემწიფოებრიობის მხრივ და ნებისმიერი სხვა კუთხითაც. როგორც ავტორი მოგვითხრობს, მან დაიცვა ნაწარმოების ისტორიული რეალობა. ასევე შეეწინააღმდეგა იმ აზრსაც, თითქოს რომანში რაღაც მოვლენები გადაჭარბებული იყო. რაც ასევე კიდევ ერთი მცდელობა იყო საბჭოთა ხელისულების, ანუ რუსეთის მხრიდან დაეკნინებინათ საქართველო და ქართველები. მეფი რუსეთის გარუსების პოლიტიკა არც საბჭოთა კავშირის დროს შეწყვეტილა.
პ.ს.: ძალიან საინტერესო პერსონაჟია უტანდარი, თამარის ნათესავი და მაშინდელი თბილისის გამგებლის ცოლი, რომელიც იურის საყვარელი გახდა და ამ ვნებამ სათნო, ქმრის ერთგული ქალიდან, დედოფლობაზე მეოცნებე, თამარის მოშურნე ქალად აქცია. ძალიან ძილერი, შეუპოვარი და საინტერესო პერსონაჟია.
ხუთ ვარსკვლავს დავუწერდი, ავტობიოგრაფია რომ ისეთივე საინტერესო ყოფილიყო, როგორიც ამასწინათ წაკითხული დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფია იყო. ქაც იყო საინტერესო დეტალები, მაგრამ ვერ იყო ისეთი ამაღელვებელი და საინტერესო ალბათ მსახიბებით და თეატრით გატაცებულ ადამიანებს მეტად მოეწონებათ.